ავტორი:

ბლოგი: როგორ მოვაწყოთ პიკნიკი თბილისთან ახლოს

ბლოგი: როგორ მოვაწყოთ პიკნიკი თბილისთან ახლოს

გახსოვთ ის დრო, როდესაც არსებობდა სპეციალური ადგილები, რომლებსაც რესტორანი ერქვა და სადაც, მეგობრებთან ერთად შეგეძლო წასვლა? ერთ მაგიდასთან დაჯდომა, საუბარი პირბადეების გარეშე, გემრიელი კერძების ჭამა და მუსიკის მოსმენა? მგონი ბოლოს ვცეკვავდით-კიდეც... ბუნდოვნად მახსოვს...

ბოლო ერთი წელია, მხოლოდ საკუთარი სახლის კედლებს შევყურებ და რესტორანს მხოლოდ სიზმარში, ან ტელევიზორში ვხედავ. თუ თქვენც დიდი ხანია, სახლიდან ცხვირი არ გაგიყვიათ და უკვე გგონიათ, რომ ქვეყნის დე დაქალაქი თქვენი სამზარეულოა, დროა, მეგობრებთან ერთად ბუნებაში პიკნიკი მოაწყოთ.

რამდენიმე მეგობარს პიკნიკის იდეა გავუზიარე და ძალიან სწრაფადაც დავგეგმეთ ყველაფერი. დაკვირვებული ვარ, ყველაზე დასამახსოვრებელი დღე მაშინ გამოდის, როცა სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებ. ასე, რომ ბევრი აღარ გვიფიქრია, საყიდლების სია შევადგინეთ და გზაში რომ ბევრი დრო არ დაგვეკარგა, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ტყეში შევარჩიეთ საპიკნიკე ადგილი. როგორც წესი, ყველაზე დიდ დროს საპიკნიკე ადგილის არჩევა გაკარგვინებს, ამიტომ რამდენიმე ადგილსაც გირჩევთ: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, დენდროლოგიური პარკი, დიღმის ტყე-პარკი, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია...

საპიკნიკე საკვების არჩევა ბევრად მარტივი აღმოჩნდა - ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი საჭმელი წაგვეღო. მართალია, ისე ვიყავი აჟიტირებული, რომ ტყეში ალბათ გარეულ ღორსაც მოვინადირებდი სამწვადედ, მაგრამ რაციონალურობას მოვუხმე და ყველაზე ჭკვიანური არჩევანი გავაკეთე - სოსისები, თან შეფუთულ მდგომარეობაში, თან ზუსტად გრილზე შესაწვავავად განკუთვნილი ყველაზე კარგი გამოსავალი იყო ამ სიტუაციაში. ამიტომ „ნიკორაში“ შევიარე და „ფრანქფურტერის“, „როსტერისა“ და „ბერნერის“ პრემიუმ კლასის სოსისები ვიყიდე.

თუ ჯერ არ გაგისინჯავთ ეს გემრიელობა, გირჩევთ აუცილებლად დააგემოვნოთ. ისინი გერმანული ხაზის უმაღლესი კლასის სოსისებია, რომლებიც ნაკვერჩხალზე და გრილზე იდეალურად იწვება. არ სკდება და უგემრიელესია!

კოცონიც აინთო, მერე დაიფერფლა და ჩემი კულინარიოული უნარების გამოვლენის დროც დადგა.

„როსტერი“ - პაპრიკით, სოკოთი და ყველითაა. ამიტომ გადავწყვიტე სწორედ სოკოსთან და ბოსტნეულთან ერთად მომემზადებინა ნაკვერჩხალზე. ამ გემოების შერწყმა მართლაც უგემრიელესი გამოვიდა. განსაკუთრებით მოეწონათ მათ ვისაც უფრო მსუბუქი კვება და გემოები უყვართ.

„ბერნერს“ მხოლოდ ყველი აქვს და ისიც უგემრიელესია. ისიც შეგიძლიათ გრილზე შეწვათ, თუმცა მე გადავწყვიტე შამფურზე მომემზადებინა. თუ თქვენც იგივენაირად გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, შამფურზე ისე დაამაგრეთ, როგორც ამ ფოტოზეა. ასე, სოსისი არ დასკდება და თანაბრად დაიბრაწება.

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე მოგცეთ რჩევები, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ. პირველი და მთავარი რჩევა: სასურველია, ხილი და ბოსტნეული წინასწარ გარეცხოთ, რადგან შესაძლოა გამდინარე წყალი ვერ ნახოთ, ან წაღებული არ გეყოთ. თუ სამწვადის წაღება გსურთ, წაიღეთ წინასწარ დაჭრილი და გარეცხილი, ემალის ქვაბით.

რა უნდა წაიღოთ:

  • სუფრა და დასაფენები ბალახზე დასაჯდომად.
  • ნაგვის ჩასაყრელი პარკები;
  • ერთჯერადი ჭურჭელი, დანა, ასანთი, ქაღალდი, ნახშირი;
  • შამფურები, ან გრილის ცხაური, რომელსაც ნაკვერჩხლებზე დადებთ.
  • ერთჯერადი ხელთათმანები აუცილებელია. არც ხელები დაგესვრებათ და სუფთადაც დაამუშავებთ ბოსტნეულს და ხორცეულს.
  • წყალი.
  • თუ ბლუთუზ დინამიკი გაქვთ, აუცილებლად წაიღეთ, მუსიკას პირდაპირ ტელეფონიდან ჩართავთ.
  • პლედი, რომ საღამოს სიგრილემ არ შეგაწუხოთ.

ბონუსად, პიკნიკზე წასაღები სენდვიჩის მარტივ რეცეპტსაც შემოგთავაზებთ:

დაგჭირდებათ:

  • თეთრი სასენდვიჩე (ტოსტის) პური, სალათის ფოთოლი, ყველი (სულგუნი, ჩედარი, გაუდა, ედამი ან სხვ.), შაშხი მანდოლინა, პომიდორი.

სენდვიჩი ააწყვეთ შემდეგი თანმიმდევრობით:

პურზე დააფინეთ სალათის ფოთოლი, შემდეგ პომიდორის ნაჭერი, ყველი, შაშხი, ისევ ყველი და დაახურეთ მეორე ნაჭერი პური. მზა სენდვიჩები ჩადეთ პლასტმასის კონტეინერში. შეგიძლიათ გრილის ცხაურზე გახუხოთ მირთმევის წინ.

სასიამოვნო დროის გატარებას გისურვებთ!

ბინის გასაქირავებლად ყველაზე მოთხოვნადი უბნები თბილისში და ახალი პროექტების ფასები

ინტერიერის დიზაინის 5 აქტუალური ტრენდი დიზაინერებისგან

"გლობალ ქონექშენი’’ -  პირველი ბიზნეს პლატფორმა საქართველოში