ავტორი:

15 მაისს, „ნოვა პროდაქშენისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი მუსიკალური პროექტი „ვოისი“ გრანდიოზული ფინალით დასრულდა

15 მაისს, „ნოვა პროდაქშენისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი მუსიკალური პროექტი „ვოისი“ გრანდიოზული ფინალით დასრულდა

მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული შოუს ქართული ანალოგი ეთერში თებერვალში გავიდა და სამი თვის განმავლობაში შოუს მონაწილეები მენტორებთან (ნიკოლოზ რაჭველი, ნიაზ დიასამიძე, სალიო, სტეფანე) ერთად თავდაუზოგადავად შრომობდნენ გამარჯვებისთვის.

წელს „ვოისი“ ნამდვილად გამორჩეული იყო. პირველად, ქართული კონკურსების ისტორიაში ერთ-ერთი მენტორი ცნობილი ქართველი ფოლკლორისტი ნიაზ დიასამიძე გახლდათ. ჟიურიში დაბრუნდა ასევე მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც გამოცდილების მიუხედავად, ბოლო წლების მანძილზე უარს ამბობდა ამ როლზე.

ფინალი წინა ტურებისგან განსხვავებული აღმოჩნდა. მონაწილეები გულშემატკივრების წინაშე სხვადასხვა ჟანრში წარსდგნენ და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენეს.

„ვოისის“ განმავლობაში პროექტის ხელმძღვანელებმა კოვიდრეგულაციები მაქსიმალურად დაიცვეს და შოუს არც ფინალში ჰყოლია დამსწრე აუდიტორია, მაგრამ ვირტუალური მაყურებელი უამრავი ქვეყნიდან პირდაპირ ეთერში ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით ადევნებდა თვალს პირდაპირ ეთერს.

ოთხი მენტორის ფინალამდე მოსულმა რვა კონკურსანტმა კონცერტზე თითო სიმღერა შეასრულეს.

შთამბეჭდავი იყო ხატია ქინქლაძის მიერ შესრულებული სიმღერა „სიყვარულისთვის“, რომელსაც მისი მწვრთნელის ნიაზ დიასამიძის რეჩიტატივი ახლდა.

კონცერტის განმავლობაში აქამდე არსებული ყველა რეკორდი მოიხსნა და მილიონზე მეტი ხმა შემოვიდა, რომელთა უმრავლესობაც, 25 პროცენტზე მეტი მაგდა ივანიშვილმა მიიღო და შოუს გამარჯვებული გახდა. მისმა მწვრთნელმა სტეფანემ კი ტრიუმფი სცენაზე ასვლითა და მაგდას ხელში აყვანით აღნიშნა. მაგდამ ,,ქუინის” სიმღერა ,,ბოჰემური რაფსოდია” შეასრულა.

გამარჯვებულს 20 ათასი ლარი გადაეცა საჩუქრად.

ფინალამდე ორი დღით ადრე, მაგდა ივანიშვილი ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობდა:

- პანდემიის დროს ქვეყანაში არაფერი ხდებოდა, ყველაფერი გაქრა, რითაც მანამდე ვიყავი დაკავებული და უცებ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ნათელი წერტილი „ვოისის“ სახით. ძალიან მიხარია, რაც მინდოდა ზუსტად ის გამომივიდა, ენერგიით დავიმუხტე. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ ჩემს მენტორად სტეფანე ავირჩიე. ისე ველოდები ფინალს, რომ ასეთ განწყობაზე არ ვყოფილვარ არცერთ ტურში. ბოლო ეტაპია, ყველა გამარჯვებისთვის იბრძვის, მაგრამ პროექტში ისეთი გარემოა, რომ დაძაბული არ ვარ, პირიქით, ლაღად და ბედნიერად გამოვალ ფინალში...

Ambebi.ge მაგდას და მის მწვრთნელს ულოცავს გამარჯვებას!

"ამ ეტაპზე კარგია, რომ არ ჩავიძირეთ... ქართველმა მომხმარებლებმა, ფაქტობრივად, გადაგვარჩინეს" - ავთანდილი რთულ პანდემიურ პერიოდზე, ტრენდულ სტილსა და ფერებზე

"დარწმუნებული ვარ,  ასეთ დასასრულს არ ელოდა..."- ბუბა ხოტივარის უკანასკნელი დღეები და საუბარი შვილთან

"ძლიერი კონკურენტები გვჭირდება, რომ უძლიერესები გავხდეთ... მათი ნებისმიერი შეცდომა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს" - 2 წყვილი "სამზარეულოს ომების" საუკეთესო ათეულიდან