ავტორი:

"ორი გზაა: ან აღიარებენ მარცხს და შემოვლენ პარლამენტში, ან დაიშლებიან, როგორც ეს "ევროპულ საქართველოს" დაემართა" - პაპუაშვილი "ნაცმოძრაობაზე"

"ორი გზაა: ან აღიარებენ მარცხს და შემოვლენ პარლამენტში, ან დაიშლებიან, როგორც ეს "ევროპულ საქართველოს" დაემართა" - პაპუაშვილი "ნაცმოძრაობაზე"

უკვე არასერიოზულია მათი ქცევა, დილემურ სიტუაციაში საკუთარი თავის ჩაყენება, რაც თავად მოახერხეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობას" მხოლოდ ორი გზა დარჩა.

"ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში ყოფნა-არყოფნისა და შესვლა-არშესვლის დილემა მომაბეზრებელია როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვისაც. ვხედავთ როგორი განცხადებებია.

ვნახეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ დროა ჩამოყალიბდნენ. პარტია არის, ჰყავს მხარდამჭერების გარკვეული რაოდენობა და უკვე არასერიოზულია მათი ქცევა, დილემურ სიტუაციაში საკუთარი თავის ჩაყენება, რაც თავად მოახერხეს. მათ სხვა გამოსავალი აღარ დარჩათ, ორი გზა არის - ან აღიარებენ საკუთარ მარცხს, ხელს მოაწერენ შეთანხმებას და შემოვლენ პარლამენტში, ან დარჩებიან ქუჩაში და ისევე დაიშლებიან, როგორც ეს "ევროპულ საქართველოს" დაემართა",- განაცხადა პაპუაშვილმა.

"ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის" - ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას გუნდზე

ხატია დეკანოიძე ამნისტიაზე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისი კანონპროექტი პარლამენტში ვერ გაიტანოს

"ბოროტებასთან ბოლომდე ბრძოლის გარეშე გამარჯვება არ მოიპოვება - თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია" - ნიკა მელია