ავტორი:

მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი დააკავეს - ის Ryanair-ის თვითმფრინავში იჯდა, რომელიც ავარიულად დაეშვა: რას წერს BBC

მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი დააკავეს - ის Ryanair-ის თვითმფრინავში იჯდა, რომელიც ავარიულად დაეშვა: რას წერს BBC

მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს. როგორც BBC-ი წერს, Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, ბელორუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

სწორედ აღნიშნულ თვითმფრინავში იმყოფებოდა ჟურნალისტი. ონლაინ ქსელმა Nexta განაცხადა, რომ მისი ყოფილი რედაქტორი რომან პროტასევიჩი დააკავეს.

ქვეყნის ოპოზიციონერების თქმით, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ბორტზე მყოფი ჟურნალისტი დაეპატიმრებინათ.

ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, თვითმფრინავი მინსკში ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა, მაგრამ ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.

ევროპულმა ქვეყნებმა შეშფოთება უკვე გამოხატეს აღნიშნულის გამო.

უკრაინა ბელარუსთან ფრენებს წყვეტს, მასთან ერთად Air France, Finnair და "სინგაპურის ავიახაზები"

ესპანეთში დინოზავრის ქანდაკებაში ცხედარი იპოვეს - რა დეტალებს ასაჯაროებს პოლიცია უჩვეულო საქმის შესახებ

"ჩემი ვაჟი აიძულეს... მას სცემენ და აწამებენ" - რას აცხადებენ დაკავებული ბელარუსი ჟურნალისტისა და მისი მეგობარი გოგონას მშობლები?