ავტორი:

15 გარდაცვლილი, 500-ზე მეტი განადგურებული სახლი და ათასობით ევაკუირებული - კონგოში ნიირაგონგოს ვულკანი ამოიფრქვა (ფოტოები)

15 გარდაცვლილი, 500-ზე მეტი განადგურებული სახლი და ათასობით ევაკუირებული - კონგოში ნიირაგონგოს ვულკანი ამოიფრქვა (ფოტოები)

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, განადგურებულია 500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვულკანი ნიირაგონგოს ამოფრქვევის გამო ქალაქ გომადან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 170-ზე მეტ ბავშვს ეძებენ. Unicef-ის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ბავშვების დასახმარებლად სატრანზიტო ცენტრებს აწყობენ.

ცნობისათვის, ვულკანი ნიირაგონგო ბოლოს 2002 წელს ამოიფრქვა, რასაც 250 ადამიანი ემსხვერპლა, 120 000-ზე მეტი კი უსახლკაროდ დარჩა.

უკრაინა ბელარუსთან ფრენებს წყვეტს, მასთან ერთად Air France, Finnair და "სინგაპურის ავიახაზები"

ესპანეთში დინოზავრის ქანდაკებაში ცხედარი იპოვეს - რა დეტალებს ასაჯაროებს პოლიცია უჩვეულო საქმის შესახებ

"ჩემი ვაჟი აიძულეს... მას სცემენ და აწამებენ" - რას აცხადებენ დაკავებული ბელარუსი ჟურნალისტისა და მისი მეგობარი გოგონას მშობლები?