ავტორი:

მარტივი გათამაშება და განსაკუთრებული საჩუქარი - „ნიკორა“ ახალ გათამაშებას იწყებს

მარტივი გათამაშება და განსაკუთრებული საჩუქარი - „ნიკორა“ ახალ გათამაშებას იწყებს

თუ გათამაშებები გიყვართ, მაშინ „ნიკორას“ თქვენთვის კარგი ამბავი აქვს. ხოლო თუ ხორცპროდუქტების განსაკუთრებული მოყვარულიც ხართ, მაშინ უმაღლესი ხარისხის, დანების ნაკრების საჩუქრად მიღება თქვენთვის ძალიან მარტივი იქნება.

მომხმარებლებზე ზრუნვის, წახალისების ფარგლებში „ნიკორა“ ახალ გათამაშებას იწყებს. 5 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით „ნიკორა“ სუპერმარკეტის ობიექტებზე, მომხმარებლები, რომლებიც მზა ხორცპროდუქტების სპეციალურ სააქციო პროდუქციას შეიძენენ და 7 სტიკერს დააგროვებენ, საჩუქრად არაჩვეულებრივი დანების ნაკრებს მიიღებენ, რომელიც მოიცავს სამზარეულოსთვის საჭირო ყველა ტიპის დანას.

გათამაშებაზე უფრო დეტალურად კი თავად „ნიკორას“ წარმომადგენელი აგვიხსნის:

როგორ ხდება გათამაშებაში მონაწილეობა?

გათამაშებაში მონაწილეობა ძალიან მარტივია. სამი კვირის განმავლობაში, „ნიკორას“ ნებისმიერ ფილიალში უნდა შეიძინოთ სააქციო ხორცპროდუქტები და თითოეულ შენაძენზე ჰოლოგრამიან სტიკერს მიიღებთ. საბოლოოდ, სამ კვირაში, 7 სტიკერი უნდა დააგროვოთ და საჩუქრად უმაღლესი ხარისხის, კერამიკით დაფარული უჟანგავი ფოლადის დანების ნაკრები გადმოგეცემათ.

რომელი ხორცპროდუქტის შეძენის შემთხევაშია შესაძლებელი სტიკერის მიღება?

სტიკერებს შემდეგი ასორტიმენტის შეძენის შემთხვევაში მიიღებთ: სოსისი ივერია საქონლის 500 გრ, სოსისი სპეცი პიკანტური 12 ც, სოსისი რძიანი 780 გრ, სოსისი ივერია 590 გრ, სოსისი რძიანი მინი 560 გრ, სოსისი მიუნხენური 630 გრ, მოხარშულ შებოლილი ძეხვი მონადირული 490 გრ. მარკეტში მოითხოვეთ სპეციალური წიგნაკი, რომელშიც ჰოლოგრამიანი სტიკერები უნდა ჩააწებოთ. სტიკერები კი თითოეულ სააქციო შენაძენზე სალაროსთან გადმოგეცემათ. ამავდროულად, აუცილებელი არაა, რომ ყველა სააქციო პროდუქტი შეიძინოთ. შეიძლება მხოლოდ ერთი სახეობის შენაძენზე დააგროვოთ შვიდივე სტიკერი.

როგორ მოხდება საჩუქრების მიღება?

სტიკერების საჩუქარში გადაცვლა შესაძლებელი იქნება აქციის განმავლობაში და აქციის დასრულების შემდეგაც, 2 ივლისის ჩათვლით. გადასაცვლელად უნდა მიხვიდეთ „ნიკორა სუპერმარკეტის“ რომელიმე ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით. ფილიალების შესახებ ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე promotion.nikora.ge , სალაროსთან წიგნაკისა და პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის საფუძველზე უმაღლესი ხარისხის დანების ნაკრებს მიიღებთ.

სულ რამდენი გამარჯვებული ეყოლება გათამაშებას?

გათამაშებას ეყოლება იმდენი გამარჯვებული, რამდენი ადამიანიც მოაგროვებს 7 სტიკერს. სასაჩუქრე მარაგების ამოწურვის შემთხვევაში „ნიკორა“ თითოეულ პირს ალტერნატიულ საჩუქარს შესთავაზებს.

ამ გათამაშებით, გვსურს, ჩვენი მომხმარებლები წავახალისოთ და პოზიტიური განწყობა შევუქმნათ. ასე რომ, საჩუქრის გარეშე არავინ დარჩება.

ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდიხანია, პანდემიაა

დაათვალიერეთ, როგორ გამოიყურება 21-ე საუკუნის პრემიუმ კლასის კომპლექსი ბათუმში

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ვალენტინოს, სინდი კროუფორდისა და პიკასოს საღამოებზე საპატიო სტუმარია?!