ავტორი:

"დღემდე არ ვიცით, რა ეტაპზე გაუკეთდა მეგის ადრენალინი, ექსპერტიზა ჩუმადაა, ჩატარებული გამოძიება საკმარისი არაა" - გარდაცვლილი ექთნის ადვოკატი

"დღემდე არ ვიცით, რა ეტაპზე გაუკეთდა მეგის ადრენალინი, ექსპერტიზა ჩუმადაა, ჩატარებული გამოძიება საკმარისი არაა" - გარდაცვლილი ექთნის ადვოკატი

ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არანაირად საკმარისი არ არის. დღემდე არ ვიცით, თუ რა ეტაპზე გაუკეთდა მეგის ადრენალინი. ექსპერტიზა ჩუმადაა და არ იძლევა პასუხს, - ამის შესახებ გარდაცვლილი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ექთნის გარდაცვალების დღეს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადამზადება გავლილი პირები იყვნენ: გიორგი აფციაური და ვიოლეტა ინასარიძე, რომლებმაც დაინახეს, რომ მეგი ცუდად გახდა და მიუხედავად ამისა, კლინიკა მაინც დატოვეს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არანაირად საკმარისი არ არის. რაც გვაქვს, აქედან უნდა ამოვიდეთ, ვიმსჯელოთ... გამოიკითხნენ გარკვეული მოწმეები, ამოღებული იქნა გარკვეული მტკიცებულებები და ვიდეოჩანაწერები. ამასთან, გარკვეული მოწმეები ცრუ ჩვენებებს იძლეოდნენ.

ამ წუთისთვის, დღემდე არ ვიცით, თუ რა ეტაპზე გაუკეთდა მეგის ადრენალინი. მოწმეები ამბობენ, რომ იმუნიზაციის სივრცეში მეგის ადრენალინი არ გაკეთებია. ბექა ლიპარტელიანმა, რომელიც დახმარებას უწევდა მეგის, პირველ რიგში ადრენალინი რატომ არ გაუკეთა? და რატომ გაუკეთა დექსამეტაზონი? ასევე, ბატონი ბექა იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებული პირი არ არის, ის არ არის იმუნიზაციის პროცესში არაფერზე პასუხისმგებელი პირი, უბრალოდ, შემთხვევით დაინახა ცუდად გამხდარი ადამიანი და მისი დახმარება დაიწყო და შესაბამისად, სტანდარტულ ალერგიას უმკურნალა.

ზოგადად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადამზადება გავლილი პირები იყვნენ: გიორგი აფციაური და ვიოლეტა ინასარიძე, რომლებმაც დაინახეს რომ მეგი ცუდად გახდა, ადგილზე იმყოფებოდნენ და მიუხედავად ამისა, კლინიკა მაინც დატოვეს და მეგი მაინც მიატოვეს. გამოვიდა, რომ პაციენტმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო. ესაა რაც ამ წუთას დგინდება.

ძალიან ლოგიკური კითხვა ჩნდება: ხვალ რომ ისევ ტრაგედია მოხდეს, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი?! - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

"ფულს მუდმივად სძალავდნენ" - რა გახდა ლენტეხში მიკროავტობუსის მძღოლის მკვლელობის მიზეზი, რა ვერსიებზე ლაპარაკობენ ადგილობრივები და მოკლულის ახლობლები

"ამ უმძიმეს ბრალდებებს სამართლებრივი პასუხები სჭირდება" - გახარიას გუნდმა ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა

სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR