ავტორი:

სალვადორი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ბიტკოინი გადახდის ლეგალურ საშუალებად გამოაცხადეს

სალვადორი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ბიტკოინი გადახდის ლეგალურ საშუალებად გამოაცხადეს

სალვადორი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც ბიტკოინი გადახდის ლეგალურ საშუალებად გამოაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის კონგრესმა ოთხშაბათს მიიღო და ამით პრეზიდენტ ნაიიბ ბუკელეს ინიციატივა დაამტკიცა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, კრიპტოვალუტის კანონიერი გადახდის საშუალებად შემოღების მომხრეები აღფრთოვანებულნი არიან. გადაწყვეტილება ძალაში 90 დღეში შევა. კანონის მიხედვით, სხვადასხვა დაწესებულებებში მომსახურების სანაცვლოდ ადამიანებს შეეძლებათ ბიტკოინი გადაიხადონ.

როგორც სააგენტო "როიტერსი“ წერს, 84 შესაძლო ხმიდან კრიპტოვალუტის ლეგალურად ქცევის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივამ 62 ხმა მიიღო და ამით დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ბიტკოინის კანონიერ ვალუტად გამოცხადებას.

"ეს ჩვენს ქვეყანას მოუტანს ფინანსურ ინვესტიციებს, ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას“, - წერდა პრეზიდენტი ბუკელე "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ პოსტში სანამ კონგრესი მის ინიციატივას მხარს დაუჭერდა.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა მოსაზრებები აღნიშნულ თემაზე ორ ნაწილად გაიყო. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ლეგალურ ვალუტად გამოცხადება სალვადორს მართლაც მოუტანს ეკონომიკურ წარმატებას. ნაწილის აზრით კი, ვინაიდან კრიპტოვალუტა არასტაბილურია, წინასწარი შეფასებების გაკეთება რთულია და შესაძლოა, ყოველივემ პირიქით, ქვეყანას ეკონომიკური წარუმატებლობა მოუტანოს.

პირდაპირი ეთერი, სადაც მზის დაბნელების ნახვას და ამ პროცესზე დაკვირვებას შეძლებთ

მე-18 საუკუნის სასახლე ჟენევაში, სადაც პუტინისა და ბაიდენის "ცხელი საუბარი" შედგება - ფოტოები ულამაზესი ისტორიული ადგილიდან

"ცეცხლოვანი რგოლი“ - რა ვიცით მზის დაბნელების შესახებ, რომელსაც დღეს დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი ნახავს