ავტორი:

მე-18 საუკუნის სასახლე ჟენევაში, სადაც პუტინისა და ბაიდენის "ცხელი საუბარი" შედგება - ფოტოები ულამაზესი ისტორიული ადგილიდან

მე-18 საუკუნის სასახლე ჟენევაში, სადაც პუტინისა და ბაიდენის "ცხელი საუბარი" შედგება - ფოტოები ულამაზესი ისტორიული ადგილიდან

მსოფლიო აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მოლოდინშია. ეს იქნება პირველი შეხვედრა, რომელსაც ბაიდენი პუტინთან აშშ-ის პრეზიდენტის რანგში გამართავს.

ექსპერტები "ცხელ და დაძაბულ“ საუბარს პროგნოზირებენ, ვინაიდან შეხვედრას წინ უძღვის არაერთი კრიტიკული განცხადება პრეზიდენტების მხრიდან. განსაკუთრებით კი ეს ითქმის ჯო ბაიდენზე, რომელმაც პუტინს ერთ-ერთ ინტერვიუში მკვლელი უწოდა. თავის მხრივ, პუტინმა ბაიდენს ასე უპასუხა:

"რას ვუპასუხებდი მას? მე მას ვეტყოდი, ჯანმრთელად იყავით... ჯანმრთელობას ვუსურვებ. ბავშვობაში, როდესაც ეზოში ერთმანეთს ვეკამათებოდით ხოლმე, ვამბობდით: "ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის". ეს სიტყვები მხოლოდ ბავშვური არ არის, მასში ღრმა ფსიქოლოგიური აზრი დევს. როდესაც სხვებს ვაფასებთ, ჩვენ თითქოს სარკეში ვიყურებით და ჩვენს პრობლემებს სხვებს ვაკისრებთ“, - განაცხადა პუტინმა.

წინასწარი პროგნოზით, პრეზიდენტებს შორის საუბარი შეეხება მსოფლიოს ბირთვულ სტაბილურობას, რეგიონულ კონფლიქტებს, უკრაინის საკითხს, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს, ამერიკის დაზვერვის სამსახურზე და სხვა სახელმწიფო უწყებებზე რუსეთის მხრიდან შესაძლო კიბერთავდასხმებს.

განსახილველ საკითხებზე არანაკლებ ყურადღებას იპყრობს ადგილი, სადაც პრეზიდენტები შეხვედრას გამართავენ. უკვე ცნობილია, რომ ისტორიულ შეხვედრას შვეიცარია 16 ივნისს უმასპინძლებს. ის ჟენევის ისტორიულ სასახლეში, მე-18 საუკუნის ვილაში შედგება, რომელიც ჟენევის ტბასთან მდებარეობს.

სააგენტო Reuters-ი გვიზიარებს რესტორნისა და სასტუმროს ფოტოს, რომელიც სასახლის გვერდითაა და სადაც ვახშამი გაიმართება

სასახლე ტბის მარცხენა სანაპიროზეა განთავსებული. ის გარშემორტყმულია ხეებით, ვარდის ბუჩქებით და უძველესი შადრევნებით. აქვს ულამაზესი ხედი. აქ არის ჟენევაში ყველაზე დიდი ვარდების ბაღი.

ხედი სასახლიდან

ისრაელს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს - ნათანიაჰუ 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ნაფტალი ბენეტიმ შეცვალა

დედოფალმა ელისაბედმა ჯო ბაიდენი უინძორის სასახლეში მიიღო - ფოტოები პომპეზური აუდიენციიდან

"არანაირი გარანტია არ არსებობს, შეცვალო ადამიანის ქცევა - ის ვლადიმერ პუტინია" - ჯო ბაიდენი