ავტორი:

როგორია ვითარება პარლამენტთან, სადაც ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული აქციის პარალელურად გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეებიც აქციას მართავენ

როგორია ვითარება პარლამენტთან, სადაც ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული აქციის პარალელურად გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეებიც აქციას მართავენ

პარლამენტთან მოძრაობა "სირცხვილია" და სხვა სამოქალაქო აქტივისტები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვებზე შესაძლო ძალადობის ფაქტების გასაპროტესტებლად მივიდნენ, სადაც ადგილზე მყოფი გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები შემდეგი შეძახილებით დახვდნენ: "თქვენი დასამოძღვრი ვინ არის, ამ სოდომისტების," "ქალი ხარ, ქალს დაემსგავსე, კაცი - კაცს," "შეეშვით ნინოწმინდას", "პედოფილები ხართ".

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამართალდამცავებმა ორ აქციას შორის კორდონი გააკეთეს.

"სირცხვილიას“ აქციაზე აქტივისტები ითხოვენ, დაუყონებლივ შეუშვან სახალხო დამცველი პანსიონში, გამოიყვანონ ყველა ბავშვი თავშესაფრიდან და დაიხუროს ყველა დიდი ზომის თავშესაფარი. ისინი 1- ელ ივნისს შემუშავებულ პეტიციას სიმბოლურად პარლამენტთან დატოვებენ.

შეგახსენებთ, დღეისთვის პარლამენტთან, მოძრაობა „სირცხვილიამ“ აქციის ჩატარება დაანონსა, სადაც ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფარში ბავშვებზე შესაძლო ძალადობის ფაქტებსა და სახელმწიფოს უმოქმედობას აპროტესტებს, თუმცა, მათ გამოჩენამდე ადგილზე გურამ ფალავანდიშვილი და მათი თანამოაზრეები მივიდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ "ლგბტ პრაიდი და ლგბტ აქტივისტები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მთავრობასთან და ტელევიზიებთან ერთად უტევენ".

გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები პარლამენტის შენობასთან შემდეგი შინაარსის ბანერებით იმყოფებიან: "გადადგეს ლგბტ ზონდერი ნინო ლომჯარია", "შორს სოდომისტების ბინძური ხელები ბავშვებისგან".

"წლის ბოლოს კოჯრის ბავშვთა სახლს საერთოდ ვხურავთ...  ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკები მუშაობას გააგრძელებენ..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

"წყობიდან გამოვედი... ნერვები აღარ მივარგა" - რას წერს ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძესთან დაძაბული დებატების შემდეგ?

"ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას "დარტანიანი"... აღარ არის ახლა მოდაში" - ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს