ავტორი:

გერმანიისა და საფრანგეთის მატჩამდე მოედანზე აქტივისტი პარაპლანით სახიფათოდ დაეშვა - დაშავებულია რამდენიმე ადამიანი: რას აპროტესტებდა მამაკაცი (ფოტოები)

გერმანიისა და საფრანგეთის მატჩამდე მოედანზე აქტივისტი პარაპლანით სახიფათოდ დაეშვა - დაშავებულია რამდენიმე ადამიანი: რას აპროტესტებდა მამაკაცი (ფოტოები)

ევროპის ჩემპიონატზე გუშინ საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნულ საფეხბურთო გუნდებს შორის მატჩი შედგა. თამაში ფრანგების გამარჯვებით, 1-0 დასრულდა. მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი მოედანზე Greenpeace-ის აქტივისტი პარაპლანით დაეშვა.

ფანების ტრიბუნასთან პარაპლანი სახიფათოდ მოძრაობდა. როგორც "გარდიანი" წერს, უეფამ დაადასტურა, რომ შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა და სხვადასხვა ტიპის ტრავმებით ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

Can't believe I just caught this on video. Parachuted into the stadium, got caught in the spider cam and nearly crashed into the crowd. Hope he's ok! #GERFRA #EURO2020 pic.twitter.com/PJ49WYdFM9
— Max Merrill (@MaxMerrill_) June 15, 2021

პარაპლანში იყო გარემოს დაცვის ორგანიზაციის, "გრინფისის" აქტივისტი, რომლის მიზანიც იყო, რომ საზოგადოებისთვის თავისი მესიჯი გაეცნო - "უარი ნავთობს“, - ეს იყო მისი მთავარი სათქმელი.

დაცვამ აქტივისტი მოედნიდან მალევე გაიყვანა და თამაშის დაწყებას ხელი არ შეშლია.

მოგვიანებით, "გრინფისმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ აქტივისტს მიზნად ჰქონდა გაეპროტესტებინა ევრო 2020-ის სპონსორის, Volkswagen-ის დამოკიდებულება გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

"არ ყოფილა არანაირი მუქარა... ზოგისთვის შეიძლება შოკისმომგვრელიც იყოს, მაგრამ დედაჩემზეც კი ვისაუბრე..." - ბაიდენი პუტინთან შეხვედრის დეტალებს ჰყვება

რაზე შეთანხმდნენ ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი?

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის პირველი ფოტოები ჟენევიდან