ავტორი:

თევზის საუკეთესო თვისებები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

თევზის საუკეთესო თვისებები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

თევზი რომ ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, ეს უკვე ბევრმა იცის. ცხოვრების ჯანსაღი წესის მომხრეთა რაოდენობა ყოველწლიურად არამხოლოდ მსოფლიოში, არამედ საქართველოშიც იზრდება.

კორონა ვირუსის პანდემიამ ეს ტენდენცია კიდევ უფრო ააჩქარა, რადგან ადამიანებს იმუნიტეტის გაძლიერებისა თუ დაავადების შემდეგ აღდგენის აუცილებლობა გაუჩნდათ.

როგორც წესი, ექიმები და დიეტოლოგები მსოფლიოს მასშტაბით, რაციონში ხილისა და ბოსტნეულის გარდა, უფრო მეტი თევზის დამატების რეკომენდაციას იძლევიან. რატომ არის თევზი ასეთი სასარგებლო? ჩვენ მოგიყვებით, თუ რა უნდა იცოდეთ თევზზე, რათა ჩვენი არჩევანი უფრო ინფორმირებული იყოს, ჩვენი რაციონი კი - დაბალანსებული, გემრიელი და ჯანსაღი.

ომეგა-3

ჩვენ ბევრი რამ გაგვიგია, ომეგა-3-ის აუცილებლობის შესახებ. რატომ არის ის ასეთი სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის? როგორც კვლევები გვიჩვენებს, ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები - EPA და DHA ჩართულია კარდიოვასკულარული სისტემის საშენ მასალაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანის გულსისხლძარღვთა სისტემაზე დადებითად მოქმედებს. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია მისი როლი ტვინისა და მხედველობისთვის. კვლევები ადასტურებენ კავშირს ორსულობის პერიოდში დედის მიერ ომეგა-3-ის მიღებასა და ნაყოფის ტვინის ნორმალურ განვითარებას შორის. კარგ მახსოვრობასა და სხარტ აზროვნებას სწორედ ამ არაჩვეულებრივ ნივთიერებას უნდა ვუმადლოდეთ.

D ვიტამინი

გაგიღვიძიათ დილით უენერგიოდ და უხასიათოდ? გიფიქრიათ, რომ რამის სწავლა ან დამახსოვრება, დიდი პროექტის აღება აღარ შეგიძლიათ? ეს შეიძლება D ვიტამინის ნაკლებობას უკავშირდებოდეს.

D ვიტამინის ნაკლებობა ყველაზე ხშირად ზამთარში შეინიშნება ადამიანებში, მაშინ, როცა ამ ვიტამინის ყველაზე მთავარი „მომწოდებელი“ მზე ჩვენგან შორსაა. სეზონური დეპრესია, წონის მატება, უძილობა, დაღლილობა - ამ ყველაფერს სწორედ D ვიტამინი აკონტროლებს.

ჯანსაღი და დაბლანსებული კვებისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებები

თევზი, მდიდარია იოდით, თუთიით, მანგანუმითა და სპილენძით, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესთა ნორმალურად წარმართვისათვის. თევზში კონცენტრირებულია ისეთი მიკროელემენტები, როგორიც არის ბორი, რკინა, ლითიუმი, ფტორი, ბრომი და სხვა, ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის.

თევზი ექსტრაქტული (ხსნადი) ნივთიერებებითაც მდიდარი პროდუქტია. ამ ნივთიერებათა წყალობით თევზის ნახარში მადის აღმძვრელ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. თევზის ნახარშში უხვად გამოყოფილი ექსტრაქტული ნივთიერებები ასტიმულირებენ საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას, ამიტომ, თევზის ნახარში რეკომენდებულია მათთვის, ვისაც კუჭის წვენის გამოყოფის დაქვეითებით მიმდინარე გასტრიტი აქვს. იოდის მარილებითა და ამინომჟავა მეთიონინით მდიდარი თევზი აფერხებს ათეროსკლეროზულ პროცესებს, აქედან გამომდინარე, სასარგებლოა ჰიპერტონიული დაავადებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების დროს.

თუმცა, აქვე აუცილებელია დავაკვირდეთ თევზის წარმომავლობას, როცა პროდუქტს ვყიდულობთ. აუცილებელია, შევიძინოთ ისეთი თევზი, რომელიც არ არის გაზრდილი ფერმაში, ხელოვნური საკვები დანამატებითა და ანტიბიოტიკებით. ველური ორაგული ალასკიდან სწორედ ასეთი პროდუქტია - ალასკის აკვატორიაში გაზრდილი ველური ორაგული საქართველოში პირდაპირ ოკეანიდან მოდის. მისი შეძენა საქართველოს ნებისმიერ დიდ სუპერმარკეტშია შესაძლებელი.

R

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ვალენტინოს, სინდი კროუფორდისა და პიკასოს საღამოებზე საპატიო სტუმარია?!

რას ნიშნავს ორგანული საკვები, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა

„მასტერშეფის“ ისტორიაში ყველაზე რთული და დაძაბული ფინალი იქნება!“ - 20 ივნისს მეხუთე სეზონის გამარჯვებული გამოვლინდება