ავტორი:

რას ნიშნავს ორგანული საკვები, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა

რას ნიშნავს ორგანული საკვები, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა

ტერმინი „ორგანული“ ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა. სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ორგანულ პროდუქციაზე და მათი მოხმარებაც ძალიან მოდური ხდება. მარკეტებში ორგანული პროდუქცია ცალკე დახლებზე, თვალსაჩინო ადგილებზეა განლაგებული. როდესაც მომხმარებელი შეფუთვაზე ხედავს წარწერას „ორგანული“, მისთვის პროდუქციის ხარისხის შესახებ ინფორმაცია უკვე გასაგებია და ზედმეტი ფიქრის გარეშე იღებს ყიდვის გადაწყვეტილებას. მიუხედავად ამისა, ბევრმა და მათ შორის მათაც, ვინც ორგანულ პროდუქციას ანიჭებს უპირატესობას, დეტალურად არ იცის, რას ნიშნავს ეს ტერმინი და კონკრეტულად რა უპირატესობები აქვს ორგანულ საკვებს.

სწორედ ამიტომ, დღეს გადავწყვიტეთ ორგანულ პროდუქციაზე ვისაუბროთ. პირველ რიგში, რაც უნდა იცოდეთ, არის ის, რომ ორგანული და ბუნებრივი ერთსა და იმავეს არ ნიშნავს. შეიძლება პროდუქცია, მაგალითად, რძის ნაწარმი იყოს ბუნებრივი ანუ სრულად ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებული, მაგრამ ის არ იყოს ორგანული.

ტერმინები ეკო, ბიო, ორგანული კი სინონიმებია და აღნიშნავს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. ამერიკის კონტინენტზე უფრო “ორგანული” იხმარება, ევროპაში “ბიო” და “ეკო”. ორგანულია პროდუქტი, რომლის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ გამოიყენება შხამ-ქიმიკატები, ჯანმრთელობისათვის მავნე კონსერვანტები, ჰორმონები, ანტიბიოტიკები. ნებისმიერ პროდუქტზე ორგანულობა აღინიშნება როგორც წარწერით (ORGANIC - BIO), აგრეთვე საერთაშორისო სიმბოლოთი, რომელიც მხოლოდ ორგანული (ბიო) საკვების შემთხვევაში არის დატანილი პროდუქტის შეფუთვაზე.

უფრო ნათლად რომ დაინახოთ, თუ რა განსხვავებაა ორგანულ და არაოგანულ პროდუქციას შორის, ამას კარაქის მაგალითზე განვიხილავთ:

  • პირუტყვი, რომლისგან მიღებული რძითაც ორგანული კარაქი მზადდება, იკვებება მხოლოდ ორგანული, არაგენმოდიფიცირებული, ჰორმონებისგან თავისუფალი საკვებით. არაორგანული რძის ნაწარმის მიღებისას არ ვართ დაზღვეულნი იმისგან, რომ პირუტყვს არ აქვს ზრდის დამაჩქარებელი ჰორმონები თუ გენმოდიფიცირებული საკვები მიღებული.
  • ორგანული კარაქის მწარმოებელ ფერმებში პირუტყვისათვის დამახასიათებელი დაავადებების მკურნალობა ხდება ტრადიციული/ბუნებრივი მეთოდებით, არ ხორციელდება ზედმეტი მედიკამენტოზური ჩარევა. არაორგანულ/სტანდარტულ წარმოებებში ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა დაავადებას ანტიბიოტიკების საშუალებით ებრძვიან, რაც პირდაპირ უარყოფით გავლენას ახდენს რძის ხარისხზე.
  • ორგანულ წარმოებებში ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად მთავარი პირობაა, რომ პირუტყვმა დიდი დრო გაატაროს ღია ცის ქვეშ, რაც ბუნებრივად აუმჯობესებს როგორც რძის ხარისხს ასევე მის ცხიმიანობას თუ გემოს, მაშინ, როდესაც სხვა შემთხვევაში უპირატესობას დახურულ ფერმებს ანიჭებენ.

ქართულ ბაზარზე ხელისაწვდომი დანიური ბრენდის „ლურპაკის“ მაგალითზე უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ, ბრენდის ორგანული და არაორგანული ხაზის კარაქის წარმოების პროცესში იკრძალება ჰორმონებისა თუ ანტიბიოტიკების მიცემა პირუტყვისათის. თუმცა ორგანული კარაქი სპეციალურად შექმნილ მცირე ორგანულ ფერმებში იწარმოება, სადაც არანაირი ქიმიური დანამატი არ ხვდება პირუტყვის საკვებში, ნიადაგი, რომელიც გამოიყენება საკვების მოსაყვანად არ მუშავდება სასუქით, მხოლოდ ბუნებრივად მიღებული გასანოყიერებელი საშუალებები შეიძლება დაემატოს. ორგანული ფერმების მდებარეობა განსაკუთრებული ყურადღებით არის შერჩეული, რომ ახლომდებარე ტერიტორიაზე არ იყოს ინდუსტრიული ზონა და ეკოლოგიური მდგომარეობა იყოს საუკეთესო. „ლურპაკი“ ერთადერთი ორგანული კარაქია, რომლის შეძენაც საქართველოშია შესაძლებელი. ეს არის ბრენდი, რომლის კარაქიც მსოფლიოს 95 ქვეყანაში იყიდება. მხოლოდ 2020 წელს „ლურპაკის“ 115 000 ტონა კარაქი გაიყიდა, რაც 460 მილიონი შეკვრა კარაქია.

ორგანული საკვების ჩართულობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა კვებაში, რადგან პატარების ორგანიზმი ჩამოყალიბების პერიოდშია და პროდუქციის შემადგენლობაში არსებულმა ქიმიურმა დანამატმა მასზე შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს, გამოიწვიოს ალერგია ან სხვადასხვა ორგანოს სწორად ზრდა–განვითარების შეფერხება გამოიწვიოს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ორგანული საკვები მხოლოდ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. დღეს, როდესაც დაბინძურებული გარემოს მავნე ზემოქმედება ადამიანის ცხოვრების ხარისხზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, მნიშვნელოვანია რომ სწორად და ჯანსაღად იკვებოთ.

დღეს ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები მთელ მსოფლიოში 20%-ით ძვირია ჩვეულებრივ პროდუქტებზე. და ეს ასეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - მთელ მსოფლიოში. თუმცა არასდროს დაგენანოთ ორგანულ პროდუქტში გადახდილი მეტ-ნაკლებად მეტი თანხა, რადგან ორგანული საკვების მიღება უმნიშვნელოვანესია როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობისათვის. ორგანულ საკვებს გაცილებით მეტი სასარგებლო ნუტრიენტი აქვს ვიდრე არაორგანულს, გაცილებით მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, განაკუთრებით საჭიროა მათთვის, ვისაც რაიმე სახის ალერგია აქვს ქიმიურ დანამატებზე, სტაბილიზატორებსა თუ კონსერვანტებზე. ორგანული კარაქის მონელება გაცილებით მარტივია მათთვისაც, ვისაც რძის აუტანლობა აწუხებს მსუბუქ ფორმებში. სწორედ ამიტომ წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს ჯანსაღი კვების მნიშვნელობას და უპირატესობას ორგანულ პროდუქციას ანიჭებს.

რჩევები, რომლებიც მანქანის საწვავის ხარჯის შემცირებაში რეალურად დაგეხმარებათ

გარემონტებული ოთახი, დედასთან წაგებული სანაძლეო და დანგრეული სტერეოტიპები – გადაცემა „რედიზაინმა“ თინეიჯერ კესოს ოთახი გაურემონტა

AVON-ს განსაკუთრებული მიღწევებისთვის Golden Brand-ის ჯილდო მესამედ გადაეცა