ავტორი:

"ცუდად რომ იყო უთქვამს, - ვაიმე, დედაჩემმა რა უნდა ქნასო.." - გოგიჩას დედა თავს დატეხილ ტრაგედიაზე

"ცუდად რომ იყო უთქვამს, - ვაიმე, დედაჩემმა რა უნდა ქნასო.." - გოგიჩას დედა თავს დატეხილ ტრაგედიაზე

ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "პროფილის" ეთერში, ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანის გიორგი გოგიჩაიშვილის, იგივე გოგიჩას დედა ნანა დათუაშვილი იმყოფებოდა.

"ნათია მალავდა გოგიჩას მდგომარეობას, არაფერი არ თქვა. მე ვუკეთებდი ნემსებს, სამი ათასი ნემსი მაინც მაქვს გაკეთებული ჩემი ხელით. ვიცოდი, უნდა განკურნებულიყო... ვიცოდი, რომ ეს დაავადება ჰქონდა, მაგრამ უნდა მორჩენილიყო. თურქეთში ხომ დადიოდა და ნათია მეუბნებოდა, რომ არაუშავს, აი, ცოტაც... მეგობარმა დაურეკა და უთხრა: - გოგიჩ, 25 ივლისს დაბადების დღე მაქვს და ხომ მოხვალო. უპასუხა: - კი, ახლა ცუდად ვარ, მაგრამ დავლევ წამალს და 25-მდე გამივლის, როგორ არ მოვალო... 4 ივლისს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მერე კი მითხრა ნათიამ, ცუდად რომ იყო უთქვამს: - ვაიმე, დედაჩემმა რა უნდა ქნასო...

დედამ ძალიან შეიკავა თავი. მე ჩემს მეუღლეს ცრემლებს არ ვაჩვენებ, არც ნათიას, რა თქმა უნდა, არც ჩემს შვილიშვილებს. არ მიყვარს, როდესაც ვიღაცას ვეცოდები, ამიტომ ვცდილობ, რომ არ დავამძიმო ჩემი ოჯახის წევრები, ისედაც ძალიან უჭირთ. მარტო არასდროს ვარ, სოსო მყავს სულ გვერდით. მარტო ვარ, როცა ვლოცულობ და ყველას ვეუბნები, გეხვეწებით, როცა ვლოცულობ, არ შემოხვიდეთ, არ დამიძახოთ. მაშინ ვტირივარ და ვტირივარ...

სიზმარში არ ვნახულობ, დედაჩემი როდესაც გარდაიცვალა, იმას ჩავეხვიე და ვაკოცე და ვეღარ ვნახე სიზმარში, ამას სპეციალურად არ ვაკოცე და ისე ვნანობ"...

"შოუმ იმდენად გაამართლა, რომ ახალი სეზონის ქასთინგი ფინალის ეთერში გასვლამდე დავიწყეთ" - "სამზარეულოს ომების" სეზონი ფინიშს მიუახლოვდა

"აღსრულდა სამართალი... დავრჩი აბსოლუტურად უსახლკაროდ!" - რატომ დაკარგა ბესო ზანგურმა საცხოვრებელი და რას წერს მსახიობი "ფეისბუქზე"?

"ტბაზე ბანაობა აკრძალულია, რადგან ძალიან დამრეცი ნაპირები აქვს... თუმცა ტერიტორიას არავინ აკონტროლებს" - რა გახდა გარდაბანში ტრაგედიის მიზეზი?