ვიქტორ იუშჩენკო ეკლესიის ფრესკაზე ღვთისმშობლის გვერდით გამოსახეს

ვიქტორ იუშჩენკო ეკლესიის ფრესკაზე ღვთისმშობლის გვერდით გამოსახეს

ლვოვის სიახლოვეს, სოფელ ვერენში, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიაში ღვთისმშობლის ფრესკაზე უკრაინის ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, მისი მეუღლე კატერინა და უმცროსი ვაჟია გამოსახული.

ხატმწერის ნიკოლაი გავრილოვის თქმით, ტაძრებში არა მარტო წმინდანების, არამედ საერო პირების, მაგალითად, ეკლესიის დამაარსებლების გამოსახვა წინათაც იყო მიღებული და ამაში უცნაური არაფერია.

"ვიქტორ იუშჩენკო მეუღლითა და უმცროსი ვაჟით, უკრაინულ ოჯახს განასახიერებს", - განმარტა ტაძრის წინამძღვარმა ვასილი გოვგარმა. მისი თქმით, იუშჩენკო უკრაინის პრეზიდენტთაგან საუკეთესო იყო და თუკი ვიქტორ იანუკოვიჩი მასავით კარგი, ან უკეთესი პრეზიდენტი იქნება, ეკლესიის გუმბათზე ადგილი მისთვისაც გამოიძებნება.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს