ავტორი:

"ამ პრობლემას "მოუცლელი მშობლის სინდრომს" უწოდებენ" - რა ასაკიდან და რამდენი საათით უნდა უყუროს თქვენმა შვილმა კომპიუტერსა თუ ტელევიზორს?

"ამ პრობლემას "მოუცლელი მშობლის სინდრომს" უწოდებენ" - რა ასაკიდან და რამდენი საათით უნდა უყუროს თქვენმა შვილმა კომპიუტერსა თუ ტელევიზორს?

ნენე 2 წლისაა. ის თანამედროვე მოწყობილობებთან "მეგობრობს". კარგად იცის, როგორ გამოიყენოს სმარტფონი ან პლანშეტი. იცის, როგორ დარეკოს, როგორ ჩართოს Youtube-ი და აირჩიოს სასურველი სიმღერა თუ ანიმაცია, როგორ დახატოს ან გაგზავნოს სმაილები Viber-ში. ბავშვის ჭამის პროცესი კი ეკრანის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია.

ნენეს დედა 25 წლისაა და მას უხარია, რომ ბავშვი საკმაოდ განვითარებულია და ასეთ პატარა ასაკში აპლიკაციების მართვა შეუძლია. თუმცა, ამერიკის პედიატრიის აკადემიის მონაცემების თანახმად, ეს ფაქტი სასიხარულო სულაც არაა. აღნიშნული ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად აქვეყნებს რეკომენდაციებს ბავშვისა და კომპიუტერული მოწყობილობების შესახებ, ურჩევს ყველა მშობელს, რომ მათ შვილებს 2 წლამდე ტექნიკურ მოწყობილობებთან შეხება არ ჰქონდეთ. მიჯაჭვულობა, რომელიც 21-ე საუკუნის გავრცელებული სენია, სწორედ ამ ასაკში იწყება და ადრეულ მოზარდობაში ყალიბდება. გადამწყვეტია, რომ მიჯაჭვულობა 5 წლამდე ასაკში არ ჩამოყალიბეს.

ექიმები Allnews.ge-სთან საუბარში აღნიშნავენ, რომ პრობლემების გამომწვევი ძირითადი მიზეზი ინფორმირებულობის დაბალი დონეა. მშობლებმა არ იციან, როგორ უნდა ჩამოაყალიბონ და მართონ ბავშვისა და ტექნიკის ურთიერთობა. ისინი უმეტესად თავად ხდებიან მიჯაჭვულები იმის ნაცვლად, რომ ბავშვებს ასაწავლონ სწორი ქცევა. ასევე, მნიშნელოვანია პედიატრის როლი, რომელიც ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას ამ საკითხზე და მშობლებს სწორ მიმართულებას არ აძლევს.

რეალობა კი შემდეგნაირია: ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციის თანახმად, 2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის საერთოდ აკრძალულია კომპიუტერთან, ტელევიზორთან, ტელეფონთან, ნებისმიერი სახის ეკრანთან ურთიერთობა. 2 წლის ზემოთ ნებისმიერი ინტერაქცია ეკრანთან არ უნდა იყოს 2 საათზე მეტი. ესეც უნდა იყოს შესვენებებით და არა გადაბმულად 2 საათი.

უკვე მოზრდილებისთვისაც თავისუფალი დროის 2 საათზე მეტის კომპიუტერთან გატარება რეკომენდირებული არაა.

"ბავშვის ეკრანთან მიჩვევის პროცესში მშობელი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული. მათ ერთად უნდა უყურონ თუნდაც მულტფილმსა და საბავშვო გადაცემას. უნდა მოხდეს ემოციებისა და შთაბეჭდილებების გაზიარება. სასურველია, რომ უყურონ გადაცემებს მეცნიერებაზე, მოგზაურობაზე ან სხვა საერთო ინტერესებზე, რომელსაც ოჯახი გამონახავს და ეს არ იყოს ყურება უბრალოდ დროის გაყვანის მიზნით, როდესაც ბავშვი უამრავ უაზრო გადაცემასა თუ ვიდეოს უყურებს," - განმარტავს პედიატრი ნინო მორჩაძე...წაიკითხეთ სრულად

"წლის ბოლოს კოჯრის ბავშვთა სახლს საერთოდ ვხურავთ...  ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკები მუშაობას გააგრძელებენ..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

"წყობიდან გამოვედი... ნერვები აღარ მივარგა" - რას წერს ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძესთან დაძაბული დებატების შემდეგ?

"ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას "დარტანიანი"... აღარ არის ახლა მოდაში" - ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს