ავტორი:

"ე.წ. ჯიპების პრობლემა უკვე მოგვარებულია და მინისტრები, პარლამენტარები მსუბუქი ავტომანქანებით დადიან" - პრემიერი ელისაშვილს პასუხობს

"ე.წ. ჯიპების პრობლემა უკვე მოგვარებულია და მინისტრები, პარლამენტარები მსუბუქი ავტომანქანებით დადიან" - პრემიერი ელისაშვილს პასუხობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უმრავლესობის წევრების მხრიდან ე.წ. შავი ჯიპებით სარგებლობის პრობლემა მოგვარებულია.

როგორც მან „შავი ჯიპებიდან“ გადმოსხდომასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ეს პრობლემა იყო „გადმონაშთი“, რომელიც ჩვენს რეალობას არ შეესაბამებოდა და ახლა, მმართველი გუნდის წევრები სხვა მსუბუქი ავტომანქანებით დადიან.

„მანქანებზე მოგეხსენებათ ე.წ. ჯიპების პრობლემა და გადმონაშთი, რომელიც სამწუხაროდ არ შეესაბამებოდა ჩვენს რეალობას და ჩვენს ეკონომიკას, რამდენიმე წლის წინ უკვე მოგვარებულია და მინისტრები, პარლამენტარები სხვა მსუბუქი ავტომანქანებით დადიან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა: „როდის მოიქცევა თქვენი მთავრობა ისე, როგორც შეშვენის ღარიბი ქვეყნის მთავრობას, როდის „შემოიჭერს ქამრებს“, როდის შეამცირებს ბიუროკრატიის ხარჯს, ელემენტარული, ამ შავი „ჯიპებიდან“ როდის გადმოსხდებით?“

როგორც ელისაშვილმა განაცხადა, ისეთ ქვეყანაზე ოცნებობს, სადაც პრემიერ-მინისტრი და ყველა მაღალი თანამდებობის პირი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ივლის და „რიგითი მოქალაქეების მსგავსად იცხოვრებს“.

"გამიუარესდა ჯანმრთელობა, რაც გამოიხატა სხვადასხვა ორგანოების უკმარისობაში, კიდურების შეშუპებაში და ა.შ. ექიმებთან ვიარე თბილისშიც, მოსკოვშიც..." - ლევან ვასაძის მიმართვა სტამბოლიდან

"დიაგნოზი კიდევ ვერ დასვეს, ელოდებიან დამატებითი კვლევის პასუხებს" -  როგორია ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

გიორგი გახარიას პარტიას ბათუმში ნაქირავებ ოფისს ატოვებინებენ