ავტორი:

აგათა კრისტის იდუმალი გაუჩინარება: რა მოხდა სინამდვილეში 1926 წელს?

აგათა კრისტის იდუმალი გაუჩინარება: რა მოხდა სინამდვილეში 1926 წელს?

1926 წლის 3 დეკემბერს, ინგლისელი მწერალი ბერკშირში, საკუთარი სახლიდან გაუჩინარდა. ეს ისტორია მისივე ნაწარმოებების სტილში იყო - უცნაური სიუჟეტით, ბევრი გაუხსნელი საიდუმლოთი და მოულოდნელი კულმინაციით. მოდით, გავერკვეთ, რა მოხდა ზამთრის იმ საღამოს სინამდვილეში და რატომ ვერ შეძლო აგათა კრისტის პოვნა ვერავინ, ორი კვირის მანძილზე.

1926 წელი, აგათასთვის რთული აღმოჩნდა: გარდაიცვალა მისი დედა, რაღაც დროის გასვლის შემდეგ კი, საკუთარმა მეუღლემ აღიარა, რომ სხვა ქალი შეუყვარდა. ერთხელ, საღამოს დაახლოებით 21:30 სთ-ზე, აგათა საყვარელი სავარძლიდან ადგა, რომელიც მისაღებ ოთახში იდგა, ავიდა ქალიშვილის ოთახში, აკოცა მას და მალევე დაბრუნდა ქვემოთ. ჩაჯდა თავის ავტომობილში - Morris Cowley და ღამით, გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა. მომდევნო 11 დღის მანძილზე, არავინ იცოდა, სად იმყოფებოდა მწერალი და რა გადახდა მას თავს.

მისმა გაუჩინარებამ დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, რადგან იმ პერიოდში, აგათა კრისტი უკვე საკმაოდ ცნობილი მწერალი იყო, რომელსაც მრავალრიცხვოვანი თაყვანისმცემელი ჰყავდა. აგათას ძებნაში 1000-ზე მეტი პოლიციელი ჩაერთო, რომლებსაც დაახლოებით 15 000 ჩვეულებრივი მოხალისე შეუერთდა. პირველად, ისტორიაში, სამძებრო საქმეში მონაწილეობდა ავიატექნიკაც.

შინაგან საქმეთა მინისტრი სერ უილიამ ჯონსონ-ჰიკსი ძალიან შეშფოთებული იყო მწერლის გაუჩინარების გამო და გასცა ბრძანება, რომ პოლიციელებს ეს საქმე რაც შეიძლება სწრაფად გაეხსნათ. ამას გარდა, იმ დროის ორი ყველაზე ცნობილი მწერალ-„კრიმინალისტი“ - ართურ კონან დოილი და დოროთი ლ. სეიერსიც შეუერთდნენ მაძიებელთა რიგებს. ყველა იმედოვნებდა, რომ მათი განსაკუთრებული უნარები დაეხმარებოდა პოლიციას ამ უცნაური საქმის გახსნაში.

პოლიციამ საკმაოდ მალე იპოვა ავტომობილი, რომლითაც აგათა სახლიდან გაემგზავრა. ის გაჩერებული იყო ნიუილენდსის კუთხის ნაკრძალის ციცაბო ფერდობზე, სურეის საგრაფოში. მანქანის სალონში მწერლის ქურქი იყო. მანქანა კარგ მდგომარეობაში იყო, ამიტომ პოლიციელებს არ გასჩენიათ არავითარი ეჭვი იმაზე, რომ მწერალი დაშავდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მან ან საკუთარი ნებით დატოვა ნაკრძალი, ან ამის გაკეთება აიძულეს. ძიების მეორე და მესამე დღემ არავითარი შედეგი არ გამოიღო. ჟურნალისტებმა ერთმანეთზე საზარელი ვერსიების შეთხზვა დაიწყეს. პრესის ბევრი წარმომადგენელი ემხრობოდა იმ თეორიას, რომ აგათა აღარ იყო ცოცხალი. მანქანის პოვნის ადგილის სიახლოვეს, ტბა იყო, რომელიც ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა. ამ ტბაში, აგათას გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე, ორი ბავშვი დაიხრჩო. ამაზე დაყრდნობით, ჟურნალისტებმა გამოიტანეს ვერდიქტი, რომ აგათა გამიზნულად გაემგზავრა ასეთ აგილას, რომ ცხოვრება თვითმკვლელობით დაესრულებინა. მათი სიტყვებით, ბოლო წელს მომხდარმა ამბებმა მასზე ძლიერი ფსიქოლოგიური ზეგავლენა იქონია და პრობლემებისგან გათავისუფლება გადაწყვიტა.

ზოგი რეპორტიორი კი ამტკიცებდა, რომ მწერლის ცხედარი ტბაში კი არა, საკუთარ სახლში უნდა მოეძებნათ. დადიოდა ხმები, რომ აგათა ჩხუბის დროს ქმარმა მოკლა და ყველაფერი განზრახ მოაწყო ისე, რომ ყველას თვითმკვლელობის ვერსიაზე ეფიქრა.

აგათას ძებნაში. 1926 წელი.

იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ თეორიებს სკეპტიკურად უყურებდნენ და დარწმუნებული იყვნენ, რომ გაუჩინარების ისტორია უბრალოდ სარეკლამო სვლა იყო. ეშმაკური ხრიკი, აგათა კრისტის ახალი რომანის გასაპიარებლად. მალევე, ცხადი გახდა, რომ აუცილებელი იყო „მძიმე არტილერიის“ ამოქმედება. ართურ კონანდოილმა, რომელიც ოკულტური მეცნიერებების დიდი თაყვანისმცემელი იყო, აგათას საიდუმლოს ამოსახსნელად ზებუნებრივ ძალებს მიმართა. მან მწერლის ხელთათმანი ცნობილ ინგლისელ მედიუმს წაუღო. პარანორმალური მოვლენების ექსპერტი დიდხანს ცდილობდა დაემყარებინა კავშირი მოდური აქსესუარის მფლობელთან, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გამოძიებაში დოროთი სეიერსი ჩაერთო. მან გამადიდებელი შუშით შეისწავლა გაუჩინარების ადგილი, მაგრამ ვერაფერი ხელმოსაჭიდი ვერ აღმოაჩინა.

New York Times-მა ამ ამბავს პირველი გვერდი დაუთმო. 14 დეკემბერს, გაუჩინარებიდან მეთერთმეტე დღეს, როგორც იქნა მწერალი ჰარგოიტის სასტუმროში, ჩრდილოეთ იორკშირის ქალაქში იპოვეს, რომელიც მწერლის მანქანის აღმოჩენის ადგილიდან 400 კილომეტრში მდებარეობდა. აგათამ თქვა, რომ საერთოდ არ ახსოვდა, როგორ აღმოჩნდა სახლიდან ასე შორს.

სამართალდამცველებმა დაასკვნეს, რომ 4 დეკემბრის ღამეს, აგათა კრისტიმ გადაწყვიტა თავის მანქანით ლონდონში წასულიყო, მაგრამ შემდეგ, აუხსნელი მიზეზების გამო, შეცვალა გეგმა. მან მანქანა გზაზე მიატოვა და მატარებლის სადგურისკენ გაემართა. ჩაჯდა მატარებელში და საკურორტო ქალაქში გაემგზავრა. ჩასვლისთანავე დარეგისტრირდა სასტუმრო Swan Hydro-ში, სადაც თავი ყველას ქმრის საყვარელის სახელით, ტერეზა ნილით გააცნო.

1920-იან წლებში, ჰარგოიტი პოპულარული დასასვენებელი ადგილი იყო, სადაც მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები ჩადიოდნენ. აგათა არისტოკრატებთან ურთიერთობდა და არაერთ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას. ერთ დღეს, ის მუსიკოსმა იცნო, რომელიც სასტუმროში მუშაობდა. პოლიციას სწორედ მან შეატყობინა მწერლის ადგილსამყოფელი.

ჰაროგეიტი

პოლიციამ აგათას ქმარს მაშინვე შეატყობინა, თუ სად იმყოფებოდა მისი ცოლი. ის მაშინვე გაიქცა ჰაროგეიტში, მაგრამ როდესაც სასტუმროში მივიდა, ცოლი საკმაოდ გულგრილად მიესამლა და შეცბუნებულ ქმარს სთხოვა, ფოიეში დალოდებოდა. აგათამ საღამოს კაბა ჩაიცვა, რომ სახლში მთელი თავისი ბრწყინვალებით დაბრუნებულიყო.

დიდი ხნის მანძილზე, აგათა არ საუბრობდა მომხდარზე. მისმა მეუღლემ კი განაცხადა, რომ მან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეხსიერება დაკარგა. ბიოგრაფი ენდრიუ ნორმანი კი დარწმუნებულია, რომ მწერლის უცნაური საქციელის მიზეზი შესაძლებელია „დისოციაციური ფუგა“, იშვიათი ფსიქიკური აშლილობა ყოფილიყო, რომელსაც ახასიათებს სპონტანური გადაადგილება უცნობ ადგილას, რის შემდეგაც ადამიანი მთლიანად ივიწყებს ყველა ინფორმაციას საკუთარ თავზე. ფსიქოანალიტიკოსების აზრით, ეს აშლილობა არის სხეულის დამცავი რეაქცია, ფსიქიკურ ტრავმაზე, ან ცხოვრების გაუსაძლის მდგომარეობაზე.

შინ დაბრუნების შემდეგ, აგათამ იპოვა ახალი ძალები და ქმარს 1928 წელს გაეყარა. მისი კარიერა უფრო სწრაფად განვითარდა. რამდენიმე წლის შემდეგ, თანამედროვე მწერალმა, ენდრიუ უილსონმა ამ ინციდენტის ახსნის თავისი ვერსია შესთავაზა მკითხველს. მან გაანალიზა აგათას ყველა ინტერვიუ, პოლიციის ვერდიქტი და მოწმეთა ჩვენებები. ის მივიდა დასკვნამდე, რომ აგათას მართლა ჰქონდა გადაწყვეტილი თავის მოკვლა, რადგან დეპრესია ტანჯავდა.

1928 წელს, მწერალმა The Daily Mail-თან ინტერვიუში თქვა, რომ 3 დეკემბერს, ის ნათესავებისგან ბრუნდებოდა შინ მანქანით და დაინახა ღრმა ხევი. „უცბად ძალიან მომინდა იქით წასვლა, მაგრამ მანქანაში ჩემი ქალიშვილი იჯდა. ღამით, თავი ძალიან უბედურად ვიგრძენი. მეჩვენებოდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. ძალიან სასოწარკვეთილი წავედი სახლიდან, რომ რაღაც გამეკეთებინა“.

ენდრიუ ნილსონის აზრით, აგათამ ადგილზე გადაიფიქრა თვითმკვლელობა და მოიფიქრა მეხსიერების დაკარგვის ისტორია, რათა არავის გაეგო მისი საქციელის შესახებ.

ასეა თუ ისე, ჩვენ ალბათ ვერასოდეს გავიგებთ, რა მოხდა 1926 წელს სინამდვილეში აგათას თავს. დეტექტივების დედოფალმა ისეთი თავსატეხი დაგვიტოვა, რომელსაც ალბათ, თვით ერკიულ პუაროც ვერ გახსნიდა.

გვინდა წარმოგიდგინოთ აგათას 3 ძალიან ჩახლართული და საინტერესო რომანი, რომელიც პირველივე გვერდებიდან დაიპრყობს თქვენს გულებს:

ვილა ჩალისფერი ცხენი

ახალგაზრდა ისტორიკოსი, მოგოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის მკვლევარი მარკ ისთერბრუკი უცნაური მოვლენების მოწმე ხდება. ყველასთვის პატივსაცემი მღვდლის მკვლელობა და ერთიმეორის მიყოლებით ავადმყოფობით სიკვდილის რამდენიმე შემთხვევა, თანაც ერთი და იმავე სიმპტომით. მაგრამ ეს უცნაურად არავის ეჩვენება - ადამიანი გაცივდა, გრიპი ფილტვების ანთებით გაურთულდა, მერე რა, რა არის ამაში ახალი და საეჭვო?! ამავე აზრს იზიარებს პოლიციის ინსპექტორი ლეჟენიც, მაგრამ რას მიანიშნებს მოკლული მამა გორმანის ფეხსაცმელში ნაპოვნი ქაღალდის ნაგლეჯი, ზედ გვარების ჩამონათვალით?! იქ ჩამოთვლილი ყველა ადამიანი ხომ ერთიმეორის მიყოლებით გარდაიცვალა?! რატომ მიდის კვალი ყოველ ჯერზე ვილა „ჩალისფერ ცხენში“? ეს მისტიკაა თუ მხოლოდ და მხოლოდ ვერაგი თაღლითობა? ამის გარკვევა მოუწევთ მარკ ისთერბრუკსა და მის მეგობარ ქალს, ჯინჯერ კორიგანს.

დანაშაულის თანამონაწილენი

ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილი აგენტი თომას ბერესფორდი ბედს არ უჩივის, ცხოვრობს მშვიდად, მაგრამ მისი მოუსვენარი მეუღლე, ტაპენსი, მოწყენილია - ენატრება ის დრო, როცა ქმარს სახიფათო საქმეების გამოძიებაში ეხმარებოდა და ჯაშუშებს იჭრდნენ... და უცებ ბედმა გაუღიმა - მის ქმარს საერთაშორისო დეტექტიური სააგენტოს ხელმძღვანელობას შესთავაზებენ და თავგადასავლებიც იწყება...

უდანაშაულობის გამოცდა

კორსიკაზე გატარებული სამი თვის შემდეგ პარიზში მყოფი ლორდი პიტერ უიმზი შოკის მომგვრელ ცნობას იღებს: ყველა ინგლისური გაზეთი აჭრელებულია სტატიებით მისი ძმის, ჯერალდის, მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ. ტრაგედია დენვერის ჰერცოგის მამულში დატრიალებულა. ჯერალდი და მისი დის საქმრო კაპიტანი დენის ქათკარტი წაკამათდნენ, რამდენიმე საათის შემდეგ კი სასიძო ტყვიით განგმირული იპოვეს. ერთადერთი ეჭვმიტანილი ჯერალდ უიმზია, ხოლო ამ იდუმალებით მოცული საქმის გახსნა მხოლოდ მის ძმას, ინგლისის ყველაზე ცნობილ მაძებარ პიტერ უიმზის ძალუძს...

„როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“

„მე მომკლეს, დე...“ - დღეიდან სერიის „ომებსა და ადამიანებზე“ ახალი წიგნი ჟურნალ „გზასთან“ ერთად − 15 ქართველი ავტორის ამდენივე მოთხრობა ომზე

„ბიბლუსი“  ლიტერატურულ ტურნეს იწყებს - რა სურპრიზები ელოდება მკითხველს?