ავტორი:

"თქვენ ქვეყანა არ გიყვართ - ამერიკელი და ევროპელი მეგობრები მეუბნებიან, რომ დაიღალნენ "ნაცმოძრაობის" ჩივილით ჩვენზე" - პრემიერი

"თქვენ ქვეყანა არ გიყვართ - ამერიკელი და ევროპელი მეგობრები მეუბნებიან, რომ დაიღალნენ "ნაცმოძრაობის" ჩივილით ჩვენზე" - პრემიერი

თქვენ ქვეყანა არ გიყავრთ, მეგობრებო! როგორ საუბრობთ ჩვენს სახელმწიფოზე?!, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მმართველ გუნდს გაერთიანების სურვილი აქვს, თუმცა ოპოზიციასთან ამის პერსპექტივას ვერ ხედავს.

„არაერთი გამომსველი, მათ შორის ბატონი გიორგი ვაშაძე და ქალბატონი თაკო ჩარკვიანი გამოვიდნენ და ქვეყანა მოიხსენიეს შემდეგი ეპითეტებით: „ყველაზე უბედური ქვეყანა“, „ჩამპალი ქვეყანა“. თქვენ ქვეყანა არ გიყვართ მეგობრებო. როგორ საუბრობთ ჩვენს სახელმწიფოზე?! ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი გვაქვს გავერთიანდეთ, მაგრამ ასეთი დამოკიდებულებით პერსპექტივას ვერ ვხედავ ამ ოპოზიციასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“. როგორ შეიძლება, რომ ჩვენ „ნაციოანლურ მოძრაობასთან“ ვითანამშრომლოთ. ქვეყანა 6 თვის განმავლობაში საბოტაჟის რეჟიმში ამყოფეს, პასუხი არ გაუციათ ჩვენი მოქალაქებისთვის, რატომ დააზიანეს ჩენი სახელმწიფო.

იცით, რას მეუბნებიან ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები? - მეუბნებიან, რომ ისინი დაიღალნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების ჩივილით ჩვენზე, ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე, რეალურად იმაზე, რომ აქ რაღაც საშინელება ხდება. მოვიყვანეთ რამდენიმე მაგალითი, ღიად გააჟღერეს, რომ თურმე მათივე შეფასებით, ქვეყანა არ არის მზად, რომ გახდეს ნატო-ს წევრი. შევახსენებთ კიდევ ერთხელ მათ, რომ ისინი თავგამოდებით ითხოვდნენ, არ მიეცათ ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი. ჩვენ ამას მივაღწიეთ და კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ, მიუხედავად თქვენი მავნებლური პოლიტიკისა. ეს არის მავნებლობა. ეს მავნებლობა უნდა დაამთავროთ იმიტომ, რომ ასე ქვეყანა ვერ განვითარდება.

საუბრობდნენ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია, ნამდვილად ასე. ბატონი ნიკა მელია რატომღაც არ დადის, მესმის მას გაუჭირდებოდა აქ ყოფნა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ დარბაზში - იანვარში იმეორებდნენ, რომ გაზაფხულზე რევოლუცია უნდა მოხდეს, ამას იმიტომ ამბობდნენ, რომ ინვესტორს არ ჰქონდეს პროგნოზირებადობის, სტაბილურობის შეგრძნება. ერთ-ერთი მთავარი, რაც ყველას სჭირდება, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ისე უცხოელებს, ვინც აქ ცხოვრობს და ინვესტორებს, ვინც ჩვენს ქვეყანაში ფულის ჩადებას აპირებს, არის პოლიტიკური სტაბილურობა. ერთადერთი ძალა, ვინც ამ 30 წლის განმავლობაში უზრუნველყო უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა არის „ქართული ოცნება“. მიუხედავად მათი მავნებლური პოლიტიკისა და მუდმივი საბოტაჟისა, ჩვენ მაინც შევინარჩუნეთ მშვიდობა და სატბილური განვითარება ჩვენი ქვეყნის“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"გვეუბნებიან, რატომ რჩებიან სასამართლოში მურუსიძე და სხვები - უკაცრავად, თქვენ, ამ მძიმე წარსულის შემოქმედები, რატომ რჩებით პოლიტიკაში დღეს?!" - პრემიერი "ნაცმოძრაობაზე"

"ვიღაცას ეგონება, ამ ადამიანს დავდევ, მაგრამ ასე არ არის, ღმერთი, რჯული - უბრალოდ ისეთ თემებს აბრეხვებს, გაოგნებული ვარ, რომ არ ვუპასუხო შეუძლებელია, სახლში მივიდე" - ზარქუა ვაშაძეზე