ავტორი:

აჭარის გაცოცხლებული ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც სხვადასხვა დაავადებებს კურნავს

აჭარის გაცოცხლებული ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც სხვადასხვა დაავადებებს კურნავს

სამკურნალო წყლებით საქართველო რეგიონში განთქმული ქვეყანაა. აქ საბჭოთა კავშირის დროიდან ჩამოდიოდნენ პაციენტები სხვადასხვა ქვეყნიდან ბალნეოთერაპიის ჩასატარებლად და მრავალი დაავადებების სამკურნალოდ. ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული კი სანატორიუმი „მახინჯაური“ იყო, რომელიც ახლა აღდგენის ეტაპზეა და უკვე მულტიფუნქციური კოპლექსის, "მზიური გარდენსის" სახელით მოგვევლინება!

კურორტის და გოგირდოვანი წყლების გამოყენების ისტორია 1880 წელს დაიწყო. გერმანელმა ვაჭარმა კანიდუს პანცერმა ტერიტორია მინერალური წყლის გამოსავალ წერტილთან ერთად შეიძინა და ადგილის კეთილმოწყობა და განაშენიანება დაიწყო. 1904 წელს ტერიტორიაზე აიგო იმ პერიოდისთვის საკმაოდ კარგი შენობა, რომელიც პატარა სასტუმროსაც მოიცავდა. 1923 წელს აჭარის კურორტები, მათ შორის, მახინჯაური საერთო სახელმწიფოებრივ კურორტად გამოცხადდა.

1934 წელს სანატორიუმში ჩამოვიდა მთელს კავკასიაში აღიარებული ქიმიკოსი რ. დ. რუპცისი, რომელმაც მახინჯაურის გოგირდოვანი წყლის დეტალური ქიმიური ანალიზი ჩაატარა. მან აღნიშნული წყლები შეადარა პრუსიის ტერიტორიაზე არსებულ ლენდეკის წყლებს.

პანსიონატის ისტორიაში ყველაზე აქტიური პერიოდი იყო 1974-1978 წლები, როდესაც წლის განმავლობაში მიღებული პაციენტების რაოდენობა 10 000-ს აჭარბებდა. პანსიონატი ემსახურებოდა რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, შუა აზიის ქვეყნების მოსახლეობას. პერიოდულად ჩამოდიოდნენ სტუმრები ევროპის ქვეყნებიდანაც, მაგალითად, გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და სხვა. გოგირდოვანი აბაზანების სამკურნალო ცენტრის გარდა კურორტის ტერიტორიაზე მოქმედებდა 240-ადგილიანი ოჯახური დასვენების პანსიონატი „მზიური“.

საბოლოოდ პანსიონატი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მალევე გაუქმდა და უფუნქციო დარჩა.

თუმცა პანიოსნატი „მახინჯაური“ თავისი გოგირდოვანი წყლების გამო უამრავი ადამიანის მეხსიერებას შემორჩა. ძალიან მრავალფეროვანია გოგირდოვანი წყლის აბაზანებით მკურნალობის სამედიცინო ჩვენებები:

  • გულ–სისხლძარღვთა სისტემა
  • სასუნთქი ორგანოების სისტემა.
  • ძვალ–სახსართა სისტემა
  • გინეკოლოგიური სნეულებანი
  • შარდსასქესო სისტემისსნეულებანი
  • სისხლის სნეულებანი
  • ნერვული სისტემა
  • ენდოკრინული სისტემა

2022 წლის ივნისიდან კი უკვე აღდგენილი ბალნეოლოგიური კურორტი მოემსახურება ვიზიტორებს და მათ დასვენებისა და ცხოვრებისთვის იდეალურ პირობებს შესთავაზებს. ბრიტანულმა საინვესტიციო კამპანია MRMU INTERNATIONAL-მა სახელმწიფოსგან შეისყიდა ყოფილ პანსიონატ “მახინჯაურის” ტერიტორია, სადაც საერთაშორისო სტანდარტების მქონე სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობაა დაგეგმილი. კომპლექსში „მზიური გარდენსი“ 5 ვარსკვლავიანი პრემიუმ კლასის სასტუმრო CROWNE PLAZA და ზღვისპირა, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი განთავსდება. სასტუმროსა და აპარტამენტების ვიზიტორებს კი სამკურალო თერაპიის ჩატარება შეეძლებათ. “მზიური გარდენსი” აპარტამენტების კომპლექსია, რომელიც 21-ე საუკუნის საცხოვრებლის საუკეთესო სტანდარტებს პასუხობს და ბათუმის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება.

ბალნეოლოგიური კურორტი საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. თუ ამ დრომდე ქართველები უკრაინასა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიდიოდნენ სამკურნალო წყლებით გამაჯანსაღებელი და სამკურნაო პროცედურების ჩასატარებლად, ახლა საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, რომ ანალოგიური მომსახურება არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ ვიზიტორებსაც შესთავაზოს. სამკურნალო პროცედურების გარდა ბალნეოლოგიურ კურორტზე სხვადასხვა სახის სარელაქსაციო, დეტოქს და სპა პროცედურების ჩატარება იქნება შესაძლებელი. „მზიური გარდენსი“ მისულ სტუმრებს უმაღლესი დონის მომსახურებას შესთავაზებს, რითიც სხვადასხვა უცხოურ კურორტს კონკურენციას გაუწევს. საქართველოში კი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სამედიცინო ტურიზმის და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარებაში.

„მზიური გარდენსი“ იქნება პირველი და ერთადერთი ბალნეოლოგიური კურორტი აჭარაში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს მოიზიდავს არამარტო ადგილობრივებს, არამედ უცხოელებსაც ბალნეოთერაპიისა და გაჯანსაღებისათვის.

რჩევები, რომლებიც მანქანის საწვავის ხარჯის შემცირებაში რეალურად დაგეხმარებათ

გარემონტებული ოთახი, დედასთან წაგებული სანაძლეო და დანგრეული სტერეოტიპები – გადაცემა „რედიზაინმა“ თინეიჯერ კესოს ოთახი გაურემონტა

AVON-ს განსაკუთრებული მიღწევებისთვის Golden Brand-ის ჯილდო მესამედ გადაეცა