ავტორი:

მოგზაური ძაღლი, რომელსაც მთელი თბილისი იცნობს და ფოტოებს უღებს - "ავტობუსში ადის და მიყვება... ხან საიდან მოვათრევ, ხან საიდან"

მოგზაური ძაღლი, რომელსაც მთელი თბილისი იცნობს და ფოტოებს უღებს - "ავტობუსში ადის და მიყვება... ხან საიდან მოვათრევ, ხან საიდან"

თბილისის მაცხოვრებელი, ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში საკუთარ ძაღლთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას აზიარებს. გოგონას პოსტიდან ირკვევა, რომ ძაღლი მან 1 წლის წინ გლდანში იპოვა და შეიფარა, თუმცა, როგორც ჩანს, ცუგას მოგზაურობა უყვარს. ის ავტობუსში ადის და მთელი თბილისის მასშტაბით დასეირნობს, რის შედეგადაც მას ხან ერთ უბანში აფიქსირებენ და ხან მეორეში.

"მოკლედ ახლა რა ხდება - ეს არის ჩემი ნაგავზე ნაგავი მიკედლებული ძაღლი, რომელიც 1 წლის წინ მივიკედლე გლდანში, გლდანში (!!). 1 წლის განმავლობაში სისხლი გამიშრო! მირჩევნია მყავდეს კბენია, აგრესიული ძაღლი ვიდრე ეს! რას აკეთებს იცით? ავტობუსში ადის და მიყვება. ხან საიდან მოვათრევ, ხან საიდან. დღეს მონიტორინგის ეკიპაჟმა დამირეკა, აეროპორტშია შესული და გამოგვიძახესო აეროპორტში ხალხო! გლდანიდან! ამის წინ, ლილოდან მოვათრიე ისევ გლდანში, დიღმიდან, ვაკიდან, საბურთალოდან. ხან სად მიეთრევა ხან სად! თან სადაც მიდის, ან მაღაზიაში წვება, ან კაფეში, ან რესტორანში და თათებზე კიდია ყველაფერი. მსგავსი დეგენერატი არაფერი მინახავს მე!აეროპორტიდან რო არ მოგვებრუნებინა, ალბათ თვითმფრინავს გაყვებოდა, მოვაყვანინე ისევ გლდანში, მაგრამ ხვალ თუ ქობულეთში ან ბათუმში ვნახავ, არ გამიკვირდება, დასასვენებლად მოუნდება წასვლა ამ უთავმოყვარეო ძაღლს!" - წერს ტასო ლოსაბერიძე.

როგორც პოსტის კომენტარებიდან გაირკვა, ძაღლს თბილისის მაცხოვრებლები კარგად იცნობენ და სხვადსხვა უბანში მისთვის არაერთი ფოტო თუ ვიდეოც აქვთ გადაღებული:

"აუ, ეს ძაღლი მყავს ნანახი "ახმეტელზე" ძაღლებს ეთამაშებიდა და ხელებზე მაჩერდებოდა მერე ლობიანი ვიყიდე და გავუყავი და აღარ მშორდებოდა"

"ერთი, თუ ორი კვირის წინ პეკინზე, "ნიკორადან" ძლივს გამოვიტანე... იდო იქ და ხვრინავდა. თანამშრომლებმა მონიტორინგის გამოძახება დააპირეს და ძლივს-ძლივობით, ძეხვით და წყალით, მუდარით გამოვიტყუე მაღაზიიდან"

"სამედიცინო აკადემიაშიც შემოიჭრა"

"გლდანში 1-ელ მიკრორაიონში გულაობს, რომ ვატყობ, გემოვნება აქვს, სოსისი და სიგრილე... გარეთ არ უნდა, სიცხეში"

"ესე იგი შენ არ იცი, თორემ ისანშიც ეგდო ამ პარასკევს. ისე არხეინად იწვა, ფოტო გადავუღე"

"300 არაგველის ტერიტორიაზე იყო, ოფიშში წამოგვიწვა 5 დღის წინ. ისეთი თვალები აქვს ნამდვილად არ შემეშლება"

"გლადნში, ჩემს კორპუსთან ახლოს, სუპერმარკეტში ვნახე ეს ძაღლი, ადრე ერთი ქალი ეფერებოდა, ეს აქ ხშირი სტუმარიაო"

"25-ში, დილის 6 საათზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩა (ისანი)"

""ჩემი სახლის წინ იყო, ჩავჯუჯღნე ერთი კარგად (დიღმის მასივი)"

"ვახ, ამასწინ იყო ჩემთან. ჩემს დას გამოყვა მაღაზიიდან და მთელი ღამე ეზოში ეძინა. დილით ადგა და ბებიაჩემს გაყვა ავტობუსით"

"ეგ ძაღლი სეირნობისას გამომყვა, "პადიეზდში" შემოვიდა, ლიფტით ამომყვა კარებამდე და კარებთან დაწვა, ვერაფრით გავიყვანე სადარბაზოდან"

"მაღაზიაში ჩავედი და ვინ დამხვდა შიგნით?! ჩემი შოკოლადის ბიჭი, მოგზაური, სრულიად ინტერნეტ-სივრცის დამყპრობელი რამდენიმე დღე გლდანის მაღაზიებში ვიწვები და მერე წავალ ისევ სადმეო"

"კიდევ კარგი, კოსმოსური სადგური არ გვაქვს ახლომახლო, რაღა დააბრუნებს მაგას"

"აუუუ კამერა დაუმაგრე საყელოზე, ძააან მაგარი ვიდეოები გამოვა. მე რა მიხარია, შენ კი გახდები იუთუბერი ან ტიკტოკერი"

"ეს ისე დაბოდიალობს მთელ თბილისში, მერობას აპირებს უეჭველი"

"და რატომ აიძულებ გლდანში ცხოვრებას?! ხო ხედავ, რომ არ უნდა. აღარ იცის რა ქნას, სად გაიქცეს და თავს არ ანებებენ"

"ყველაზე ღადაობა ისააა, რომ თავს არ იკარგავს, მშიერი არ რჩება"

"ტასუნა, სპორტზმენებს, მორბენალებს, რომ უკეთიათ ზურგზე ნომერი, ამასაც გაუკეთე და დააწერე მისი სახელი, გვარი, მისამართი"

"ამ გოგონას ჰგონია ძაღლი გაგვაცნო, ამასობაში მთელი თბილისი იცნობს და ფოტოებიც კი ჰქონიათ", - წერენ თბილისელები.

ზოგიერთი მოქალაქე "წინა ცხოვრების" შესახებაც წერს სახალისო კომენტარს:

"ეტყობა, ან ტურისტი იყო წინა ცხოვრებაში, ან გიდი"

"რა ძალიან საყვარელია, ეტყობა, წინა ცხოვრებაში მოგზაური იყო"

"რეინკარნაციის ვისაც არ გჯერათ, ეს ძაღლია ცოცხალი მაგალითი. საერთოდ არ ჭირდება არავის უკან მიბრუნება, ზუსტად მაგიტო დასეირნობს, რაც უნდა, იმას ეძებს... ბევრ არარეინკარნაციული სულის ადამიანზე ჭკვიანია უბრალოდ ვერ იძახის, რა უნდა"

ტასო ლოსაბერიძის პოსტს ასეულობით სახალისო კომენტარი აქვს, თუმცა ზოგი მოქალაქე წერს, რომ შესაძლოა ძაღლი წინა პატრონს ეძებს.

"ხალხო, რატომ არ გჯერათ, ის პატრონს ეძებეს, თავის ნამდვილ პატრონს. სანამ არ იპოვის, არ გაჩერდება, ცოდოა, იქნებ პატრონი მოუნახოთ, სანამ ცოცხალი იქნება, არ შეწყვეტს ძებნას"

"აი, ხმამაღლა ვიცინე, მაგრამ ძალიან დავიგრუზე, რომ წარმოვიდგინე, თავის პატრონს ხო არ ეძებს"

"ხშირად მისაუბრია სარწმუნოების დაცვის მიზნით ძალადობის მომხრე "ქრისტიანებთან", ასეთებს ეუბნება ქრისტე..." - რას წერს დეკანოზი

"ცოცხალი გვამი ვარ და საკუთარ თავზეც გაბრაზებული!" - რას წერს პეტრე კოლხი გუშინ თბილისში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე

"ბევრს ყვარებიხარ, ჩემსავით მაინც ვერავინ შეგიყვარებდა..." - რას წერს ტრაგიკულად დაღუპული მომღერალის, ზურა ბაკურაძის მეუღლე