"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.
ადგილზე რამდენიმე პირი დააკავეს.
ცნობისთვის, "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში პირველი დახურული ღონისძიება დასრულდა. სტუმრები ტერიტორიას პოლიციის კორდონის საშუალებით, შეძახილების ფონზე ტოვებენ.
პოლიცია "პრაიდის" მოწინააღმდეგეებს ღონისძიების მონაწილეებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. ტერიტორიაზე დღის განმავლობაში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დაკავებულია ათეულობით ადამიანი.