ავტორი:

"როგორც "სირცხვილიას" ოფისი დაინგრა გუშინ, ისე დაინგრევა ზურა-გირჩი ჯაფარიძის ოფისი" - "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი მოწინააღმდეგე

"როგორც "სირცხვილიას" ოფისი დაინგრა გუშინ, ისე დაინგრევა ზურა-გირჩი ჯაფარიძის ოფისი" - "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი მოწინააღმდეგე

როგორც "სირცხვილიას" ოფისი დაინგრა გუშინ ისე დაინგრევა ზურა-გირჩი ჯაფარიძის ოფისი,- ამის შესახებ "თბილისი პრაიდის" ერთ -ერთმა მოწინააღმდეგემ რამინ აბესაძემ ჟურნალისტებს ქაშუეთის ეკლესიასთან განუცხადა, სადაც ამ წუთებში, " თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები იმყოფებიან.

როგორც რამინ აბესაძე აცხადებს, მას აქვს კამერის დასამაგრებელი ე.წ. შტატივი, რომელსაც გამოიყენებს, როგორც კომბალს.

"ეს არის ჩემი კომბალი",- აღნიშნა მან.

პარლამენტთან დღეს, 20:00 საათზე გუშინ განვითარებული მოვლენების მიმართ სოლიდარობის ნიშნად მდუმარე აქციაა დაგეგმილი. აქციის დაწყებამდე ადგილზე გამოჩნდნენ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები. ისინი აცხადებდნენ, რომ დღეს დაგეგმილ აქციას ჩაშლიან.ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. თავს დაესხნენ "პალიტრანიუსის" ოპერატორს.

სამართალდამცველები ცდილობენ, რომ პრაიდის მოწინააღმდეგეები პარლამენტის ტერიტორიაზე არ შეუშვან, თუმცა ისინი პოლიციის მოთხოვნებს არ ემორჩილებიან. ამ დროისთვის “პრაიდის” მოწინააღმდეგე ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიის წინ იმყოფებიან.

რიკოთის მაგისტრალზე წვიმის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა - საგზაო მოძრაობის აღდგენის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს

"ტურისტის დაჭრის საღამოდან რომ დაიწყო ჯავშნების გაუქმება, ამ დრომდე გრძელდება" - პოლონეთის მოქალაქის დაჭრა უკვე აისახა ტურისტულ ბიზნესზე

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი