ავტორი:

როგორ შეიძლება გამოგვეყენებინა "ტოტის ეფექტი" ქართული ტურიზმის პოპულარიზაციისთვის?

როგორ შეიძლება გამოგვეყენებინა "ტოტის ეფექტი" ქართული ტურიზმის პოპულარიზაციისთვის?

"მინდა ვთქვა, რომ არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტული იმიჯის დაზიანებას”, - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ იმ პოლონელი ტურისტის საავადმყოფოში მონახულებისას განაცხადა, რომელსაც 5 ივლისს, თბილისში დაესხნენ თავს და დაჭრეს. "ფიცი მწამს...“, მაგრამ იმან, რაც ამავე დღეს ქვეყნის დედაქალაქში ხდებოდა, რის თავიდან აცილებაც სწორედ ხელისუფლებამ ვერ შეძლო, მნიშვნელოვნად დააზიანა მიმართულება, რომელზეც, არ ვიცი, რამდენად სწორი პოლიტიკის შედეგად, ჩამოჰკიდეს ქვეყნის ეკონომიკა საქართველოს ხელისუფლებებმა... ეს სხვა სტატიის თემაა, ისევე, როგორც 5 ივლისით მიყენებული ზიანის მასშტაბის შესწავლა. მაგალითად, სასტუმროების მეპატრონეები უკვე აცხადებენ, რომ ამ დღის მერე, შემცირდა ახალი ჯავშნების, ხოლო გაიზარდა უკვე გაფორმებული ჯავშნების გაუქმების რაოდენობა.

ამ სტატიის დაწერა 5 ივლისამდე დაიგეგმა და მისი მიზანი სულ სხვა რამ იყო, მინდოდა, ერთი მაგალითით მეჩვენებინა, რამდენად სწორად გეგმავს ხელისუფლება ქვეყნის ტურისტული პოტენციალის უცხოელებისთვის ჩვენებას...

ამ იდეისკენ კი ინტერნეტსივრცეში გამოჩენილმა ვიდეომ მიბიძა, რომელშიც ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი ქართულ რესტორანში იყო გადაღებული...

ამაზე ცოტა მოგვიანებით...

მანამდე კი ერთი "ტიკტოკერის“ გვერდს გადავხედოთ.

ათასობით მოწონება და ათი ათასობით ნახვა - ეს არის ის მადლი, რაც მარკ ჰარისონმა გააკეთა საქართველოსთვის. თუ თქვენ არ იცით, ვინ არის მარკ ჰარისონი, ან საერთოდ, რატომ უნდა იცოდეთ, დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ მეც არ ვიცოდი, ვინ იყო. უბრალოდ, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში შემხვდა მისი ვიდეო, სადაც ცხენით ჯირითობდა, ტბაში ხტებოდა და ძაღლს ეფერებოდა…

მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ მარკი ერთ-ერთი უცხოელი “ინფლუენსერი” იყო, რომელიც, დიდი ალბათობით, საქართველოს მთავრობამ ჩვენთან ჩამოიყვანა, დაასვენა და ფული გადაუხადა. სანაცვლოდ "ტიკტოკერს“ საქართველო თავის 500 000-ზე მეტი გამომწერისთვის უნდა გაეცნო. ეჩვენებინა ჩვენი სამზარეულო, ღირშესანიშნაობები, კულტურა და ა.შ.

პატარა ქვეყანა ნამდვილად ვართ, სულ რამდენიმე დღეა საჭირო ერთი ბოლოდან მეორეში გახვიდე, მაგრამ არ მგონია, იმდენად ცოტა გვქონდეს მსოფლიოსთვის სათქმელი და საჩვენებელი, რომ ეს 30 წამიან 7 ვიდეოში მოახერხო. მარკთან საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, იაროს, იმოგზაუროს და ამაში კარგად გადაუხადონ, მაგრამ იმ ვიდეოებში, რაშიც მთავრობამ, სავარაუდოდ, გვარიანი თანხა გადაუხადა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან სუსტად აღძრავს ადამიანში საქართველოში მოგზაურობის სურვილს.

@marklharrison
Reply to @gigu12345 Get Georgia on your travel bucket list! So many adventurous things to do here 🥳 #georgia #travelbucketlist #tiktoktravel
♬ Bulgarian - Bashie & Amorf

თუ ნახავთ მის ვიდეოებს, 2-3 გამონაკლისის გარდა, სუსტად არის წარმოდგენილი ადგილობრივი იდენტობა და სხვა დანარჩენ კავკასიურ ან აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების ღირშესანიშნაობებს წააგავს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ვიდეოს კომენტარებში არა აღფრთოვანებული უცხოელები წერენ: “რა ლამაზია, აუცილებლად ჩამოვალ, მადლობ, მარკ” ან “ღმერთო, ჯორჯია აქამდე მხოლოდ შტატი მეგონა, ეს ქვეყანა კი არა, საოცრებაა, ახლავე ვაბარგებ ჩანთას და მთელი ოჯახით მოვფრინავთ”, არამედ, თავად ქართველები ვესალმებით და კარგს ვუსურვებთ, ან კონკრეტულად რომელიმე ადგილის მონახულებას ვურჩევთ. ერთმა ისიც კი დაწერა, რომ ეს ყველაფერი სომხეთს წააგავდა...

თუმცა ამას თავი დავანებოთ, მთავარი ხომ შედეგია, რა გავლენა ექნება მარკის ვიდეოებს? იქნებ, მისი ყველაზე ერთგული ფანები მაინც ჩამოვიდნენ ჩვენთან? ვერ გავიგებთ, მაგრამ ვიმედოვნოთ, ვიმედოვნოთ... ოღონდ რის საფუძველზე? იქნებ, იმიტომ, რომ ჩვენს ხელისუფლებას არ სჩვევია ბიუჯეტის ფულის არარაციონალურად გახარჯვა, იმიტომ, რომ ასეთ ერთ მაგალითსაც ვერ მოიყვანთ? - ამ კითხვებზე პასუხი თქვენთვის მომინდვია...

• როგორ შეგვეძლო გამოგვეყენებინა "ტოტის ეფექტი"

მოკლედ, ვინც არ იცის, იმათთვის ვიტყვი, რომ, არის ასეთი ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი. იტალიური ფეხბურთის და კლუბ “რომას” ლეგენდა. მოკლედ, იტალიელების გმირი და თავის სფეროში ისეთივე სახატე ფიგურა, როგორც ჯორჯო არმანი, მონიკა ბელუჩი, ვალენტინა როსი და ა. შ. ზემოხსენებულები იტალიაში უყვართ და აღმერთებენ, მაგრამ ტოტის კიდევ უფრო მეტად.

ფრანჩესკოს კარიერული პიკი გვიან 90-იანებს დაემთხვა და ვნებიანი იტალიელი "ტიფოზების" ცხელი გულები უმარტივესად დაიპყრო. მათთვის მისი სიტყვა, შესაძლოა, ღმერთის ნებას უტოლდებოდა. გოლეადორი, ერთგული კაპიტანი, უკომპრომისო ხასიათისა და ლიდერული თვისებებით დაჯილდოვებული ტოტი განსაკუთრებით რომში უყვართ. მოსული როგორც ახალბედა და წასული, როგორც ღირსეული კაპიტანი ფრანჩესკო “რომაში” 23 წელიწადი თამაშობდა.

რამდენიმე დღის წინ, ტოტი მეუღლესთან, ილარი ბლაზთან ერთად, მოსკოვში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი რუსეთში საქმიანი ვიზიტით ჩავიდნენ. თუმცა მოხდა ისე, რომ ფრანჩესკო და ილარი მეგობრების გარემოცვაში ქართულ რესტორანში აღმოჩნდნენ. დიახ, შუაგულ მოსკოვში ლეგენდარულ იტალიელს ქართული კერძების დაგემოვნების საშუალება მიეცა. მთავარი ინიციატორი კი ილარი იყო, რომელიც, როგორც ჩანს, პირველად ნამდვილად არ ჭამდა ქართულ კერძებს. ვიდეოში, რომელიც ინტერნეტსივრცეში საკმაოდ პოპულარული გახდა, აღფრთოვანებული ბლაზი მეუღლეს სხვადასხვა კერძებს სთავაზობს, უფრო სწორად, აძალებს. კადრებიდან ჩანს, რომ მაგიდაზეა: საცივი, ჭარხლის მხალი, ნადუღი სულგუნის ფირფიტაში, "ბორჯომი"...

ამ ვიდეოდან რამდენიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება:

ტოტის მეუღლეს უყვარს ქართული სამზარეულო და მისთვის ჩვენი კერძები უცხო არ არის. ტოტი არ არის მადიანი მჭამელი, ილარისგან განსხვავებით. სტუმრებს, რომელთა ნაწილი იტალიელები არიან, მოსწონთ ქართული კერძები, რამდენადაც სუფრა, ფაქტობრივად, მოსუფთავებულია და ცარიელი თეფშები თვალშია საცემი. დაძალების დროს ფრანჩესკო ისეთ სახეს იღებს, აშკარაა, ფეხბურთში ნასწავლი "სიმულიანტობა" ცხოვრებაშიც წარმატებით ადგება.

აქ მინდა ერთი მოულოდნელი გადასვლა გავაკეთო. შორს არ წავალ.

"ევრო 2020"-ის მერვედფინალში, სადაც საფრანგეთმა და შვეიცარიამ უკომპრომისო ბრძოლა გამართეს და მატჩის ბედის გადაწყვეტა პენალტებამდე მივიდა, ფეხბურთელების გარდა, მსოფლიოს ყურადღება ერთმა შვეიცარიელმა გულშემატკივარმა, ლუკა ლოტენბახმა მიიპყრო. საქმე იმაშია, რომ მისი მღელვარე, ეროვნული ქომაგობის გამომხატველი ემოციები იმდენად ბუნებრივი და დრამატული იყო, რომ, ფაქტობრივად, იმ მომენტში შვეიცარიის ყველა გულშემატკივრის ბედნიერება მან გამოხატა.

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by UEFA EURO 2020 (@euro2020)

ვითომ რა, მსგავს ემოციას და ადამიანს თითქმის ყველა მატჩზე შევხვდებით, მაგრამ რამდენადაც მეორე დღეს, მასზე ინფორმაცია ყველა სპორტულმა და არასპორტულმა ჟურნალმა, გაზეთმა, ონლაინგამოცემამ გამოაქვეყნა, ლუკას შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო, პრაგმატულმა შვეიცარიელებმა სათავისოდ გამოიყენეს ეს ჰაიპი. რამდენიმე მეგაკომპანიამ სცადა ლუკასთვის სარფიანი მარკეტინგული შეთავაზების გაკეთება, თუმცა ყველაზე წარმატებული კომპანია Swiss Air-ი აღმოჩნდა, რომელმაც გულანთებულ ლუკას "ევრო 2020"-ის მეოთხედფინალის მგზავრობა თავის თავზე აიღო და არც მეტი - არც ნაკლები ბიზნესკლასით ამგზავრა. წარმოიდგინეთ, ერთ დღეს ყველა სპორტულ ჟურნალსა და სოცქსელებში იწერება ემოციურ შვეიცარელ ფანზე და მეორე დღეს იწერება, რომ Swiss Air-მა ამ ფანს ბიზნესკლასით ფრენა დაუფინანსა. ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე ათეულმა მილიონმა შეიტყო ამ კომპანიის შესახებ და მათ უმეტესობაში აღძრა დადებითი ემოციაც, რომ ადგილობრივმა ორგანიზაციამ ასეთი სიმბოლური საჩუქარი გაუკეთა თავისიანს...

რომ დავუბრუნდეთ ტოტის ისტორიას, გამოიცანით, რამდენმა ქართულმა კომპანიამ ან სახელმწიფო ორგანიზაციამ სათავისოდ გამოიყენა ტოტის მიერ ქართული კერძების დაგემოვნება? - 0-მა. არავინ. აბსოლუტურად არავინ მიაქცია ამას ყურადღება...

თუ ფიქრობთ, ფრანჩესკო აქ რო მოგვეწვია, დაგვეპატიჟა რესტორანში და დაეგემოვნებინა ჩვენი კერძები და უბრალოდ შეეფასებინა, მისი სიტყვა გავლენას არ იქონიებდა? - " ინსტაგრამზე" მისი 4 მილიონზე მეტი გამომწერისთვის თბილისდან დადებული ერთი ფოტოც კი შეიძლება გაცილებით მეტი სარგებლის მომტანი აღმოჩენილიყო, ვიდრე ქვეყნის პოპულარიზაციისთვის საქართველოს მიერ დახარჯული დიდძალი თანხები...

თუ მაინცდამაინც თანამედროვე სტილის ინფლუენსერობას მივყვებით... მერე რა რომ მარკ ჰარისონივით, ფრანჩესკოს 14-18 წლის ბავშვები იმდენად არ უყურებენ, და იმაზეც თვალი დავხუჭოთ, რომ მისი გულშემატკივარი და მიმდევარი ძირითადად ზრდასრული ადამიანია, რომელსაც შეუძლია კონკრეტული დასკვნების გამოტანა და კერპის სიტყვების ძალის გამო საქართველოში ჩამოსვლა? მგონია, რომ მაინც ღირდა ასეთ კამპანიაში ფულის დახარჯვა...

წარმოიდგინეთ, იღვიძებთ და ყოველი მეორე (თუ ყველა არა) სპორტული გამოცემა წერს, რომ “რომას” ექსკაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ ქართული სამზარეულოს კერძები დააგემოვნა და შეაფასა. ვითომ ეს არ ჯობია "ინსტაგრამში" გამოქვეყნებულ ზუსტად 4 ფოტოს და "ტიკტოკზე" დადებულ 7 ვიდეოს? იმას არ ვამბობ, რომ მოაწყდებოდა ნახევარი იტალია საქართველოს, მაგრამ ტოტის მრავალრიცხოვან ფანებში ქვეყნის პოპულარიზაცია გარდაუვალი იქნებოდა...

მე მაინც მგონია, რომ ტოტის სიტყვას უფრო ძლიერი გავლენა აქვს და გაცილებით მეტი ადამიანის აყოლიება შეუძლია...

ავტორი: ანრი კურტანიძე

თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა

"გასარკვევია, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ - საპატრიარქოს შესაბამისი კომისია ალბათ იმსჯელებს" - მეუფე გრიგოლი

"ისტორიული დღის მომსწრე ვართ, ინდოეთის მთავრობამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო" - მეუფე შიო