ავტორი:

"ისტორიული დღის მომსწრე ვართ, ინდოეთის მთავრობამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო" - მეუფე შიო

"ისტორიული დღის მომსწრე ვართ, ინდოეთის მთავრობამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო" - მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი მეუფე შიო საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანებისთვის მადლობას უხდის.

როგორც მეუფე შიომ, სამების ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა, წმინდა ნაწილები საქართველოსა და ინდოეთი მთავრობის ძალისხმევით, საქართველოს მუდმივ მფლობელობაში, უსასყიდლოდ გადმოეცა.

„დღეს ჩვენ ვართ დიდი ისტორიული დღის მომსწრენი. ის, რაც წლების განმავლობაში იყო სანატრელი და მიუღწეველი დღეს შესაძლებელი გახდა. ინდოეთის მთავრობამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს მუდმივ მფლობელობაში, უსასყიდლოდ გადმოსცა. ამიერიდან ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციულ კულტურული სიახლოვის განმამტკიცებელი წმინდა ქეთევანიც იქნება. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ეს ისტორიული გადაწყვეტილება პირადად მიიღო.

ჩვენ ასევე მადლობას ვუხდით და ჩვენს პატივისცემას ვუდასტურებთ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანა. გვინდა ჩვენი დიდი მადლიერება გამოვხატოთ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია IIის მიმართ, რომელმაც თხოვნის წერილით მიმართა ინდოეთის მთავრობას, საქართველოსთვის გადმოეცათ დედოფლის წმინდა ნაწილები. ასევე დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ბატონ დავით ზალკალიანს და საქართველოს საელჩოს ინდოეთში", - აღნიშნა მეუფე შიომ.

"ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა... მოგვიწევს, საზაფხულო ბანაკებზე უარის თქმა" - თამარ გაბუნია შეზღუდვებს არ გამორიცხავს

სემეკმა 8 გაზგამანაწილებელი კომპანია დააჯარიმა

ინფიცირებული 3 ჩვილიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, მას კორონავირუსის "დელტა" შტამი აქვს - რას ამბობენ ციციშვილის კლინიკაში