ავტორი:

"ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს, იქნას დაპატიმრებული..." - რა განცხადებას ავრცელებს აშშ-ის საელჩო

"ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს, იქნას დაპატიმრებული..." - რა განცხადებას ავრცელებს აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ან ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს, იქნას დაპატიმრებული და უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე კანონის სრული სიმკაცრით.

საელჩოს მოწოდებაა სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი.

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს, უპირველეს ყოვლისა ლექსოს დედას, მის კოლეგებს ტვ პირველში და ყველას, ვინც შეძრულია და დამწუხრებულია მისი გარდაცვალებით. ლექსო, როგორც მედია პროფესიონალი, მრავალი წელი კამერის უკან მუშაობდა და შეიძლება ზოგს ის ვერც კი ეცნო, სანამ მას სასტიკად არ გაუსწორდნენ ის პირები, რომლებმაც ადამიანის სიცოცხლისადმი პატივისცემის სრული უგულვებელყოფა აჩვენეს. ლექსოს მიერ კოლეგის დაცვისას გამოვლენილი სიმამაცე და მისი ერთგულება ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართ, რასაც ოდითგანვე აფასებდნენ ამ ქვეყანაში, წარმოადგენს ქართველი ხალხის საუკეთესო თვისებებსა და ტრადიციებს.

ლექსოს თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე პირის დაკავება პირველი დადებითი ნაბიჯია სამართლის აღსრულებისკენ. თითოეული ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და დემოკრატიისადმი რწმენა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ან ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს, იქნას დაპატიმრებული და უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე კანონის სრული სიმკაცრით.

ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი”, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

"ხელი დამარტყა მაგ ნაძირალამ" - სიტყვიერი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა პარლამენტარებს შორის

"ღარიბაშვილო, ხომ გვადანაშაულებ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, აქ ვდგავარ, დამიჭირე, მზად ვარ" - ინგა გრიგოლია

"ყველამ იცის, ვინ იხდის პროკრემლის დეზინფორმაციისთვის... ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობის წახალისება, აკეთებენ კრემლის საქმეს" - კელი დეგნანი