ავტორი:

"სტალინის სტილს მიჰყვება პუტინიც... დუბაკოვიც მისი პროექტია" - როგორ ეხმაურებიან სომხები ბაქოში გასამართლებული რუსის საქმეს?

"სტალინის სტილს მიჰყვება პუტინიც... დუბაკოვიც მისი პროექტია" - როგორ ეხმაურებიან სომხები ბაქოში გასამართლებული რუსის საქმეს?

ბაქოში რუსეთის მოქალაქე ედუარდ დუბაკოვს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ათი წელი მიუსაჯეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დუბაკოვი მთიანი ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის წინააღმდეგ იბრძოდა.

"გამოძიების მიხედვით, ის ყარაბაღის ომში სომხეთის მიერ იყო შეგზავნილი და მონაცემებს აგროვებდა. ის ტერორიზმის მუხლით გაასამართლეს. სასჯელის მოხდის შემდეგ, მას სამშობლოში დეპორტი ემუქრება. სასამართლო პროცესის ბოლოს დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს..." - წერს haqqin.az.

გამოცემის ცნობით, დუბაკოვი უკანონოდ იმყოფებოდა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, კელბანჯარის რაიონში, სადაც საომარ მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას. ამის შემდეგ, 14 იანვარს, აზერბაიჯანიდან თურქეთში გადავიდა, სადაც ტერაქტის მოწყობას გეგმავდა,თუმცა, მომზადების პროცესში დააკავეს.

დუბაკოვი აქტიურად მონაწილეობდა სომხეთის სამხედრო სწავლებებში, რომელიც ყარაბაღში იმართებოდა.

"თავიდან დუბაკოვმა განაცხადა, რომ ყარაბაღის რაიონში იმ მიზნით იმყოფებოდა, თითქოს აზერბაიჯანის სპეცსამსახურების დავალებას ასრულებდა და ყველა ის საქმე რასაც აბრალებდნენ, მათ შორის, სომხეთის სასარგებლოდ ინფორმაციების მოგროვება, ზეწოლის შედეგად "აღიარებინეს". სასამართლოზე განაცხადეს, რომ მასზე არავითარი ზეწოლა არ ყოფილა, რადგან ის რუსეთის მოქალაქეა, ბაქოში კი, რუსეთის საელჩოა და მის თანამშრომლებს დუბაკოვის მონახულების შესაძლებლობა ჰქონდათ. დარღვევის შემთხვევაში კი, რეაგირებაც ექნებოდათ. თუმცა, რუსეთის საელჩოს ოფიციალურ საიტზე დუბაკოვის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება..." - წერს გამოცემა.

ცნობილია, რომ დუბაკოვი სომხეთში 2018 წელს ჩამოვიდა და სამხედრო მოზმადებას ქალაქ შუშაში, ხანკენდსა და სხვა რაიონებში გადიოდა. ასევე რამდენჯერმე გადავიდა აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. 2018-2019 წლებში იმყოფებოდა რუსეთში, რასაც რუსეთიც ადასტურებს. ომის პერიოდში ის არაერთხელ დაუკავშირდა სომეხ მაღალჩინოსნებს.

დუბაკოვის გასამრთლების თემას სომხები სოცუალურ ქსელებში ეხმიანებიან, მათი მოსაზრებით, "ამ ადამიანის საქმიანობა არცახის (მთიანი ყარაბაღის ომში) სომხეთის კიდევ ერთი ჩავარდნილი პროექტია ან რუსეთმა დუბაკოვი სათავისოდ გამიოყენა", თუმცა მისი ჩავარდნის შემთხვევაში, როგორც ჩვევია, ხელები დაიბანა და მისი არსებობაც კი არ შეიმჩნია.

სხვების თქმით, თუ დუბაკოვი მართლაც მათთვის სასარგებლო ინფორმაციას აგროვებდა, როგორმე უნდა მოითხოვონ რუსეთის ჩარევით მისთვის სასჯელის შემსუბუქება ან შემცირება..

"რუსეთი რომ საიმედო მოკავშირე და მეგობარია, ეგ უკვე ვნახეთ არაერთხელ. განსაკუთრებით ყარაბაღის ომის დროს... ფაქტობრივად, მდუმარედ უყურებდა, როგორ იხოცებოდნენ ჩვენი ჯარისკაცები თურქეთის მრავალრიცხოვანი და კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცების პირისპირ. თურქულმა დრონებმა უპრობლომოდ გადაუარეს და დაბომბეს ჩვენს ბაზებს, რუსები კი, ჩვენი მთავარი მხარდამჭერები და სტრატეგიული მოკავშირეები, რომელთაც ჩვენმა "მზრუნველმა" ხელისუფლებებმა სტრატეგიული ობიექტები ჩააბარეს, შეშფოთება გამოხატა. ასე რომ, სულაც არ მიკვირს ამ კაცის არსებობასაც რომ აღიარებენ. ასე იქცეოდნენ ყოველთვის, განსხვავებით ამერიკისგან, რომელიც არასდროს ტოვებს თავის მოქალაქეს განსაცდელში. სტალინის სტილს მიჰყვება პუტინიც - არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა!" - წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ადგილობრივი რობერტ ავაკიანი.

"რამდენიმე დღეა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორმხრივი ცეცხლი გრძელდება. ყველამ ვიცით, რომ ყარბაღის ომი არ დასრულებულა, ჩვენ კიდევაც რომ არ გვინდოდეს ომის გაგრძელება, რუსეთი ყველაფრის მშვიდობიანად შეგუების უფლებას არ მოგვცემს. დუბაკოვიც მისი პროექტია, გახმაურებია რომ არ სდომებოდა, არც გაახმაურებდა, ისე მოაგვარებდა ბაქოსთან. მაგრამ რაღაც აქვს ჩაფიქრებული - თურმე სომხეთს გადაუბირებია და თურქეთში ტერაქტისთვის გზავნიდა. ნეტა მართლა გვქონდესა რამის თავი..." - მიაჩნია სარა კირაკოზიანს.

"კოვიდის მსხვერპლთა კვალდაკვალ რუსეთში ნარკოტიკებით გარდაცვლილთა რაოდენობა უპრეცედენტოდ იზრდება" - რას წერს ადგილობრივი მედია?

აგვისტოდან იტალიაში "მწვანე საშვის" გარეშე თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებს აღარ დაუშვებენ - რა რეგულაციებს აწესებს ქვეყნის მთავრობა

ინდონეზიაში, კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი თავს თავისივე ცოლად ასაღებდა და თვითმფრინავში ასვლას ცდილობდა - რა მოხდა ბორტზე