ავტორი:

„ბუნება ისეთივე ცოცხალია, როგორც ჩვენ“ - რა არის „გამოღვიძების“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მთავარი კონცეფცია და რა აქტივობები გველის „მუსიკოსთა პარკსა“ და სოციალურ სივრცეში

„ბუნება ისეთივე ცოცხალია, როგორც ჩვენ“ - რა არის „გამოღვიძების“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მთავარი კონცეფცია და რა აქტივობები გველის „მუსიკოსთა პარკსა“ და სოციალურ სივრცეში

გურია, შეკვეთილი - შავი ზღვის სანაპიროს ეს სიმწვანეში ჩაფლული ნაწილი ქართველ და უცხოელ მოგზაურებს სულ უფრო მეტად იზიდავს. ამ ინტერესის დასტურია მზარდი სტატისტიკა, რომელიც ციფრებში ყოველ ზაფხულს ნახევარ მილიონს აჭარბებს. გასაკვირი არც ბიზნესსექტორის აქტიურობაა. შეკვეთილით დაინტერესება იზრდება და ბოლო რამდენიმე წელიწადში აქ არაერთი ახალი საშუალო და საოჯახო სასტურმო გაჩნდა. სამკურნალო მაგნიტური ქვიშის სანაპირო ნელ-ნელა მსხვილ ტურისტულ ცენტრად ყალიბდება.

დენდროლოგიური პარკი, სასტუმრო პარაგრაფი, ატრაქციონების პარკი ციცინათელა, ბლექ სი არენა და მუსიკოსთა პარკი, მინიატურების პარკი - ბევრი ადამიანისთვის დაუვიწყარ ემოციებთან და შთაბეჭდილებებთან ასოცირებდა. თითოეულ ამ პროექტზე ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ. განსაკუთრებით, დენდროლოგიურ პარკზე, რომელიც მართლაც უნიკალურია, მსოფლიოს მრავალი წერტილიდან აქ ჩამოტანილი თუ ჩამოყვანილი, ფლორისა და ფაუნის უნიკალური ინდივიდებით.

ერთ კონკრეტულ სივრცეში მათი ასე ჰარმონული თავმოყრის მაგალითი, მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია. მუსიკოსთა პარკიც დენდროლოგიურ პარკსა და ბლექ სი არენას შორის მდებაროებს და მათ ერთმანეთისგან მხოლოდ კეთილმოწყობილი სააავმტობილო გზა ჰყოფს.

ევკალიპტების ტყეში ეს სივრცე, სადაც ქართული ეროვნული და მსოფლიო ღირებულებების კულტურული მემკვიდრეობის მუსიკალური შემსრულებლების, კომპოტიზორებისა თუ მოცეკვავეების ქანდაკებებს ვხვდებით, პანდემიური ცხოვრების პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. გლობალურმა პანდემიამ ადამიანის ცნობიერს კიდევ ერთხელ შეახსენა ბუნებასთან სიახლოვის და მასზე ზრუნვის აუცილებლობა. ამ მძიმე პერიოდში, მაშინ როცა ყველაფერი გაჩერდა, ბუნებასთან ჰარმონიით, მინიმალური ჩარევით შექმნილი პარკი, ახალი მენეჯმენტის პირობებში კიდევ უფრო გაფართოვდა, განვითარდა და წელს ფუნქციური დატვირთვის სრულიად ახალ ეტაპზე ადის. პარკს 1000 კვადრატულ მეტრზე მოწყობილი მულტიფუნქციური სოციალური სივრცე შეემატება.

ბლექ სი არენისა და მუსიკოსთა პარკის ერთიანი გუნდის სურვილია, ვინც ამ მულტიფუნქციურ სივრცეში მოხვდება, თავი მის ნაწილად იგრძნოს და საკუთარ თავში საუკეთესო თვისებების, უნარების ან სრულიად სხვა ადამიანის გამოღვიძება შეძლოს. „გამოღვიძება“ სწორედ ასე ეწოდება ეკომეგობრულ პროექტს, რომელიც შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში აგვისტოდან დაიწყება და კომპოზიტორ ლევან ლაღიძის დაბადებიდან 100 წლის თავისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ხასიათის კონცერტით გაიხსნება. დაგეგმილ ღონისძიებებზე მეტი დეტალის გასაგებად, ბლექ სი არენისა და მუსიკოსთა პარკის პროექტების მენეჯერს ციცი იაშვილს გავესაუბრეთ:

ციცი, რომ გვითხართ საიდან გაჩნდა ეს იდეა, „გამოღვიძების“...

მას შემდეგ, რაც გლობალური პანდემიის გამო ბლექ სი არენამ შარშან დაგეგმილი სეზონი გააუქმა, გუნდი მთლიანი ბლექ სი არენის განუყოფელი ნაწილის, მუსიკოსთა პარკის განვითარებაზე გადაერთო. მუშაობის პროცესში ვხდებოდით, რომ, რადგან ის ღია სირვცეს წარმოადგენს, მისი მნიშვნელობა იზრდებოდა. ჩვენ კი ახალი სოციალური პასუხისმგებლობა გვეკისრებოდა, რადგან ვხედავდით, როგორ იზრდებოდა პარკში ვიზიტორთა რიცხვი.

ადამიანები გამოხატავდნენ ინტერესს, გვეკითხებოდნენ, წელს რა ხდება, იგეგმება თუ არა რამე და სწორედ ეს იყო ინსპირაციაც შარშანდელი საპილოტე ერთდღიანი ღონისძიებისა. მას მინი ფესტივალიც შეგვიძლია ვუწუდოთ, რადგან რამდენიმე აქტივობას მოიცავდა, რის შემდეგაც, იმდენი ემოცია და ინტერაქცია მივიღეთ, რომ ლოგიკურად მივედით გადაწყვეტილებადე, დაგვემუშავებინა დიდი კონცეფცია, რომელიც მოიცავს ბუნებასთან სიახლოვეს და თან ყველა იმ ჯანსაღ ინიციატივას, რომელიც ჩვენი და ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანების განვითარებისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც მთავარია, ბლექ სი არენის მთავარი არსიც არ უნდა დაგვავიწყდეს. შეკვეთილში აქტიური ტურისტული ამინდის შექმნა. ამგვარი ღონისძიებების საშუალებით კი გვაქვს სურვილი შეკვეთილში დასვენება სასიამოვნოსთან ერთად, სასარგებლო და შემეცნებითი იყოს.

კონკრეტულად რა სახის ღონისძიებებზეა საუბარი?

მუსიკოსთა პარკს წელს ახალი სივრცე შეემატება - სოციალური სივრცე - მუსიკოსთა პარკიში დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილის მასპინძელი სწორედ სოციალური სივრცეა, თუმცა სოციალური სივრცე მხოლოდ საკონცერტო სცენა არ არის და ის რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: აქ იქნება სივრცე ბიბლიოთეკისთვის, რომელიც მეორადი წიგნებით შეივსება. აქ ყველა მოსულ ადამიანს შეეძლება აიღოს წიგნი, ითხოვოს, ან სახლიდან მოიტანოს უკვე წაკითხული წიგნი და ჩააბაროს. აქაც ძირითადი მესიჯი იქნება ეკოლოგია - ერთი კონკრეტული წიგნის დამზადებას თუ რამდენი ხე შეეწირა, რამდენი წელი დასჭირდა ამ ხის გაზრდას და ა.შ.

სოციალურ სივრცეში იქნება, ასევე, პატარა კონცეპტუალური მაღაზია, რომელიც ხელს შეუწყობს ბუნებრივი და გადამუშავებული მასალისგან შექმნილი პროდუქტების ყიდვისა და გაყიდვის კულტურას.

იქნება საკმაოდ ბევრი ლექცია, ეკოაქტივობები... და ეს ყველაფერი ქმნის საბოლოო კონცეფციას, რომელიც ერთ სივრცეში, ერთი მიზნით გააერთიანებს ადამიანებს. საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე მთელი ამ კონცეფციის მთავარ მესიჯს გაამყარებენ - რომ აუცილებელია, ვიზრნუოთ გარემოზე.

საბოლო ჯამში .. ეს არის რამდენიმე კვირაზე გათვლილი კონცეფცია „გამოღვიძება“, რომელიც გულისხმობს ეკოინიციტივებს, გამოფენებს, სამუშაო სივრცეში საინტერესო ადამიანთა დიალოგებს და წარმატების მიღწევის გზების ერთმნაეთისთვის გაზიარებას. გამოღვიძების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია შთამბეჭდავი ინსტალაციაც - რაც გულისხმობს შემდეგს, რომ ჩვენი სტუმრები შეძლებენ სპეციალური მოწყობილობის დახმარებით მოუსმინონ მცენარეს.

მაღალტექნოლოგიური სენსორი მცენარეში ისევე, როგორც ყველა ცოცხალ ორგანიზმში არსებულ ელექტრონულ სიგნალებს აფიქსირებს, შემდეგ ბგერებად გარდაქმნის მას და ის აღქმადი ხდება ადამიანის ბგერითი სენსორული ორგანოსთვის - ყურისთვის.

ამ კონცეფციის მთავარი ღერძიც სწორედ ის არის, რომ სხვადასხვა აქტივობითა და ღონისძიებით ვაჩვენოთ ყველას, რომ ბუნება ისეთივე ცოცხალია, როგორც ჩვენ. ამიტომ, ბუნებასთან ჩვენი ჰარმონიული თანაცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და ზოგადად კაცობრიობის მომავალი განვითარებისათვის. ამგვარად, გვინდა, რომ ყველა სხვანაირად დავაფიქროთ ბუნებაზე, ბუნების სიცოცხლისუნარიანობაზე და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ – არ დავაზიანოთ!!!

სოციალური სივრცე ნამდვილად იქნება იმ ადამიანების შეხვედრის წერტილი, ვისთვისაც მოგზაურობა არასდროს მთავრდება. საბოლოოდ კი, სოციალური სივრცის მისიაა, გაზარდოს კომუნა, რომელიც იქნება ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებული - ვიზრუნოთ გარემოზე და ერთმანეთზე - ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით.

სოციალურ სივრცის აქტივობებში ის მუსიკოსებიც ჩაერთვებიან, ვისთვისაც ეკოლოგია და გარემოზე ზრუნვა ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც საკუთარი შემოქმედება და მისი განვითარება. მეტს ამ მიმართულებით ბლექ სი არენის დირექტორი ტატო ხარჩილავა გვიზიარებს. ის და მისი გუნდი ამ პროექტში მუსიკოსების ჩართულობას უზრუნველყოფს:

სოციალურ სივრცეშივე მუსიკოსი, რომელიც მაგალითად ბენდთან ერთად დაუკრავს, მუსიკალური საღამოს გარდა ჩაატარებს ვორქშოფს ეკოლოგიაზე, ეკოცნობიერების ამაღლებაზე. გაგვიზიარებს მუსიკალურ საკრავზე, მაგალითად ჰენგზე დაკვრის საკუთარ ტექნიკას. .

სოციალური სივრცე 1 აგვისტოდან აქტიურად უმასპინძლებს სხვადასხვა ღონისძიებებს ქართველი და უცხოელი არტისტების მონაწილეობით. ერთ -ერთი არტისტი, რომელიც 14 აგვისტოს უკვე დაანონსდა, მანუ დელაგოა. ის პრეკურსიული ტიპის საკრავზე უკრავს, რომელიც სულ რაღაც 2000 წელს გამოიგონეს შვეიცარიაში. მანუ ჰენგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემსრულებელია. ამას გარდა, საკუთარი ეკოაქტივიზმითაც პირდაპირ კავშირშია ჩვენს წლევანდელ კონცეფციასთან - მოვუფრთხილდეთ ბუნებას და გარემოს. მას წელს ავსტრიის მასშტაბით ჰქონდა ტურნე, სადაც არ გამოიყენა არცერთი სატრანსპორტო საშუალება, გარდა ველოსიპედისა. მან ამით ადამიანები კიდევ ერთხელ დააფიქრა, რა ზიანს აყენებს გამონაბოლქვი პლანეტის ეკოსისტემას. მანუ დელაგო ერთ კვირას დაჰყოფს საქართველოში და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კონცეფცია შეკვეთილში და ჩვენი ქვეყანა გახდება მისი ახალი ალბომის შთაგონების წყარო.

ღონისძიებები გაიმართება ყოველ უიკენდზე მთელი აგვისტოს განმავლობაში. მანუ დელაგოს კონცერტი იქნება ყველა მსურველისთვის უფასო, ასევე იქნება ფასიანი საღამოებიც. მანუ დელაგომდე 1 კვირით მუსიკოსთა პარკის ღონისძიებების სერიას Salomé de Bahia საკარნავალო განწყობით გახსნის. 7 აგვისტოს ბრაზილიელი მომღერალი თავის მოცეკვავეებთან ერთად მსმენელს ბოსა ნოვას, სალსასა და სამბას ენერგეტიკას გაუზიარებს.

14 აგვისტოს სოციალური სივრცე • The Social Space-თან ერთად, ავსტრიელი ხელოვანისა და გარემოს დამცველის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის მოძრავ გამოფენას „ბუნების სტუმარი“ ვმასპინძლობთ.

გამოფენა ტარდება საქართველოში ავსტრიის საელჩოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ვენაში ჰუნდერტვასერის ფონდთან თანამშრომლობითა და მარიამ შერგელაშვილის კურატორობით. გამოფენის კონცეფცია შეიქმნა კრწანისის ტყეპარკისთვის და ადაპტირდა შეკვეთილში მუსიკოსთა პარკის მოძრავი გამოფენისთვის.

ისეირნეთ ჩვენთან ერთად და მოინახულეთ მუსიკოსთა პარკის უნიკალური რეკრეაციული სივრცე, რომელიც ჰუნდერტვასერის კრედოს წარმოაჩენს. აქ ვლინდება ხელოვანის დევიზი, რომლის მიხედვით, ხეები ადამიანის პარტნიორები არიან, ხოლო ადამიანები - ბუნების სტუმრები.

მანადე ყველას ვურჩევდი, რომ თვალყური ადევნოს ჩვენს ფეუისბუქ გვერდზე „სოციალური სივრცე“ ჩვენი ღონისძიებების განრიგს, რადგან ეს განირგი ყველა სეგმენტზეა გათვლილი და ყველა იპოვის საინტერესო აქტივობასა თუ არტისტს.

"ამ ფოტოთი კონტრაცეპტივის რეკლამას ვაკეთებ" - რატომ დაიწუნეს ნანიკო ხაზარაძე?  უცნობი ისტორია ტელეწამყვანის ცხოვრებიდან

მარიკა თხელიძისა და გიორგი მანველიძის ქორწილი ბათუმში - როგორი წვეულება გამართა წყვილმა მეგობრების გარემოცვაში (ფოტოები, ვიდეო)

"კარგად დავფიქრდეთ, ესენი გვართმევენ ქართველობას და რუსები გვინარჩუნებენ?..." - რას წერს გიორგი უშიკიშვილი ამერიკასა და ევროკავშირზე