ავტორი:

"რაშიც მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი ის არის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა" - თენგიზ ცერცვაძე

"რაშიც მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი ის არის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციამ დაიგვიანა.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ვაქცინაციის ნიშნული დაბალია.

"ერთადერთი სუსტი რგოლი, რაშიც მართალი ხართ თქვენც, მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი, რომლებიც ხშირად არასწორად აკრიტიკებენ ექიმებს და ხელმძღვანელობას, არის ის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა, არ მინდა სიტყვა ჩავარდნა ვიხმარო, მაგრამ ვაქცინამ დაიგვიანა, ნიშნული დაბალია. ეს არის საქართველოს ყველაზე სუსტი ადგილი კოვიდსაწინააღმდეგო სამსახურისა. რატომ მოხდა, ეს ძალიან შორს წაგვიყვანს, ბევრი ფაქტორია, ერთ-ერთი ფაქტორია, დეკემბერ-იანვარში როცა ჩინური ვაქცინა იყო გამზადებული შემოსატანად, მაშინ საზოგადოებას ჰქონდა მწვავე პროტესტი და მთავრობას ჩინური ვაქცინა არ შემოატანინეს, "ფაიზერი" და "ასტრაზენეკა" მაშინ ვერ იშოვა მთავრობამ, ამიტომ დაგვიანდა. მეზობელმა თურქეთმა და აზერბაიჯანმა მაშინვე დაიწყეს ჩინური ვაქცინა და დღეს ჩვენზე ბევრად უკეთ არიან", - აცხადებს ცერცვაძე.

კითხვაზე, ხომ არ განაპირობა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა დაგვიანებულმა ვაქცინაციამ, ცერცვაძე პასუხობს, რომ "გარკვეულწილად ალბათ კი, მაგრამ მაინც და მაინც არ უმოქმედია".

"ვაქცინაცია არ იცავს საიმედოდ ახალი შემთხვევებისგან.... აცრა ძალიან საჭიროა, ინგლისი, ესპანეთი, საფრანგეთი, ისრაელი ჩვენზე გაცილებით აცრილები არიან, მაგრამ ჩვენზე არანაკლები ავადმყოფი ჰყავთ, სამაგიეროდ, სიკვდილობა აქვთ ბევრად ნაკლები",- განაცხადა ცერცვაძემ.

უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება

"ამბობენ, რომ საშიშია... ინდურზე არანაკლებ საშიში" - თენგიზ ცერცვაძე "ლამბდა" შტამზე

იქნება თუ არა "ლოკდაუნი" და მკაცრი შეზღუდვები? - რას პასუხობს თენგიზ ცერცვაძე შეკითხვას