ავტორი:

იქნება თუ არა "ლოკდაუნი" და მკაცრი შეზღუდვები? - რას პასუხობს თენგიზ ცერცვაძე შეკითხვას

იქნება თუ არა "ლოკდაუნი" და მკაცრი შეზღუდვები? - რას პასუხობს თენგიზ ცერცვაძე შეკითხვას

ზოგადი ვითარება ძალიან საყურადღებოა, სერიოზულია, ახალი შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა ძალიან მაღალია, შესაბამისად, მაღალია ე.წ. აქტიური კოვიდ ავადმყოფების რიცხვი, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ე.წ. ლოკდაუნის კიდევ ერთხელ გამოცხადებას გამორიცხავს, რადგან, მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორი მოსალოდნელ მატებას და ერთგვარ ზეწოლას გაუძლებს.

„ეს არის ის კოვიდ ავადმყოფები, რომელთაც დაუდასტურდათ კოვიდი, მაგრამ ჯერ არ გამოჯანმრთელებულან - ასეთი დღეს უკვე 20 000-ზე ავიდა. ნოემბერ-დეკემბერში გვყავდა დაახლოებით 30 000. რაც უფრო მეტია აქტიური ავადმყოფების რიცხვი, მით უფრო ძნელია კლინიკური სექტორის მიერ მათი მართვა.

გამოვრიცხავ უახლოეს დღეებში “ლოკდაუნსა“ და მკაცრი შეზღუდვების დაბრუნებას, მე პირადად ამას მხარს არ ვუჭერ და რამდენადაც ვიცი, მთავრობაც მხარს არ უჭერს. გაიხსნა ბიზნესები, ადამიანები დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას. თუ ამ მაღალ რიცხვს შევინარჩუნებთ, ჩვენ ვუზრუნველყოფთ ყველა ავადმყოფის მოვლას.

ზრდა მოსალოდნელია, საჭიროა ის ნორმატივები დავიცვათ, რომელიც ახლა გვაქვს, -პირბადის ტარება დახურულ სივრცეში და თავშეყრის ადგილებში, ასევე, საზღვარზე კონტროლის გამკაცრება. დღეს კრიტიკული არ არის, წარმატებით ვუმკლავდებით. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ინფიცირების დღევანდელ მოცუმულობას გავუძლოთ წარმატებით და კიდევ უფრო ცოტა მეტს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

"ამცრელი პუნქტები დიდ მოლებსა და სავაჭრო ცენტრებშიც მოეწყობა" - ამირან გამყრელიძე

"ვიცი, გამაკრიტიკებენ, იტყვიან, გამყრელიძე წყალშიც მომთხოვს პირბადის გაკეთებასო" - ამირან გამყრელიძე

"ბევრს გაინტერესებდათ ფაიზერის ბუსტერის შესახებ" - რას წერს ანანო ბაკურაძე, რომელმაც "სინოფარმის" ორი დოზის მიღების შემდეგ "ფაიზერის" გაკეთება გადაწყვიტა