წარმომადგენლობითი სახალხო კრება 25 ნოემბერს ჩატარდება

წარმომადგენლობითი სახალხო კრება 25 ნოემბერს ჩატარდება

წარმომადგენლობითი სახალხო კრება მიმდინარე წლის 25 ნოემბერს ჩატარდება, - ამის შესახებ აღნიშნულია წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის მიერ შედგენილ დეკლარაცია-რეზოლუციის ტექსტში, რომელიც სახალხო კრების მხარდამჭერებს მსახიობმა გია ბურჯანაძემ გააცნო.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ სახალხო კრების ჩატარებამდე, 14 ოქტომბერს ბათუმში რეგიონული შეკრება გაიმართება. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აუცილებელია აქტიური ღონისძიებები გატარდეს რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებისთვის.

ასევე, აქტიური კონსულტაციები ჩატარდება პოლიტიკურ პარტიებთან, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ სახალხო კრების მომზადებაში და შემდგომ ამ კრების ჩატარებაში.

რეზოლუციის ტექსტში დეტალურად არის აღწერილი სახალხო კრების სამოქმედო გეგმები. აღნიშნულია, რომ აუცილებელია მოხდეს საზოგადოების ძალისხმევის ლეგიტიმაცია "სააკაშვილის დამღუპველი რეჟიმის" აღსაკვეთად. დეკლარაციის ტექსტში, სახალხო კრების ინიციატორები ხელისუფლებას ადანაშაულებენ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კოლაფსში. ხელისუფლება მოხსენიებულია, როგორც ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც ხალხს ერთადერთი უფლება დაუტოვა, უღირსად და უსამართლო გარემოში იცხოვროს ფიზიკური გადარჩენისთვის.

დეკლარაციის ავტორები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია გადაიდგას ყველა ქმედითი ნაბიჯი, რათა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, სახალხო კრებამ მიაღწიოს ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს და მის სამართლიანად ჩატარებას.

დღეს 7 საათზე რადიო ”პალიტრის” ეთერში გადაცემა ”რეზიუმეს” სტუმარია დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე