ჰიტლერის ნახატები 120 ათას ევროდ გაიყიდა

ჰიტლერის ნახატები 120 ათას ევროდ გაიყიდა

ჰიტლერის მიერ 1908 წელს აკვარელში შესრულებული 16 ტილო ინგლისის ქალაქ ლანლოუში, Mullock's-ის აუქციონზე 105 ათას ფუნტად გაიყიდა. ნაცისტური გერმანიის მომავალ ლიდერს ტილოებზე მშობლიური მხარის პეიზაჟები აქვს ასახული.

ადოლფ ჰიტლერმა ეს ტილოები 19 წლის ასაკში შექმნა, როდესაც ვენის სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას ცდილობდა. ცნობილია, რომ აკადემიაში ჩაბარება მან ორჯერ – 1907 და 1908 წლებში სცადა, მაგრამ მისაღები კონკურსის წარმატებით გავლა პორტრეტების ხატვის უნარის არქონის გამო ვერ შეძლო, რაც აკადემიაში მოსახვედრად ერთ-ერთი წინაპირობა იყო.

მრავალი ისტორიკოსის აზრით, თავის დროზე ჰიტლერი ფერწერით რომ სერიოზულად დაკავებულიყო და თავი ხელოვნებით წარმოეჩინა, მსოფლიოს შემდგომი ისტორია სულ სხვაგვარად წარიმართებოდა.

აუქციონზე გაყიდული ჰიტლერის კოლექცია ცოტა ხნის წინ უცნობმა ავსტრიელმა იურისტმა ქვეყნის ჩრდილოეთში, ახალნაყიდ სახლში აღმოაჩინა. ექსპერტთა აზრით, ჰიტლერს სულ 3000-მდე ფერწერული ნამუშევარი ჰქონდა, რომელთა უმრავლესობა დღემდე არ შემორჩა.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს