უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აღიარებს, რომ არსებობს საშიშროება, რუსეთმა უკრაინის ეკონომიკა შთანთქოს.
"არსებობს საფრთხე, რომ რუსეთმა უკრაინის ეკონომიკა შთანთქოს. თუმცა, უკრაინა იმდენადაა მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირებული, რომ დღეს ეს ნაკლებად გვაღელვებს. ჩვენ მაინც ფხიზლად ვართ. რუსებს ყოველთვის ვეუბნები: თქვენ ხომ დიდი ქვეყანა ხართ - დაგვითმეთ ამ ერთ, მეორე, მესამე საკითხში. ისინიც გაგებით ეკიდებიან ყველაფერს", - განაცხადა უკრაინის ლიდერმა გადაცემა "suster Live"-ში.
მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.