ყველაზე მდიდარი ქალების რაოდენობის მიხედვით, ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი "ფაინენშალ ტაიმსი" იტყობინება.
ბოლო მონაცემებით, პლანეტის 20 უმდიდრესი ქალბატონიდან 11 - ჩინელია. "მათი კაპიტალის მოცულობის მიხედვით ჩინეთს ვერცერთი ქვეყანა ვერ უსწრებს", - წერს გაზეთი.
სიაში პირველ ადგილზე 53 წლის ჩჟან ინია, მისი ქონება 5,6 მლრდ დოლარს შეადგენს. ის ქაღალდის გადამამუშავებელი კონცერნის ხელმძღვანელია. მეორე ადგილზე რეალტორული ჯგუფის მმართველი უ იაცზუნია, მისი ქონება 4,1 მლრდ დოლარს ითვლის. მსოფლიოს მდიდარ ქალთა პირველ სამეულს კი მსხვილი სამრეწველო კონგლომერატის ხელმძღვანელი ჩენ ლიხუა აგვირგვინებს, რომლის ქონებაც 4 მლრდ დოლარს შეადგენს.
მსოფლიოს პირველ ათეულში შესული ჩინელი ქალბატონების ქონების საერთო მოცულობა 2,6 მლრდ დოლარია.
მომზადებულია ft.com-ის მიხედვით.