არ არის გამორიცხული, გაზსადენის "სამხრეთ ნაკადის" ღირებულებამ 10 მლრდ ევროს გადააჭარბოს. ამის შესახებ პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა მარსელ კრამერმა ლონდონში კონფერენციაზე განაცხადა.
"დღეს ყველა კითხულობს, რა დაჯდება პროექტის განხორციელება. მასზე იმდენი დაიხარჯება, რამდენიც საჭიროა. ვიღაც 8 მლრდ ევროს ასახელებს, მე კი არ გამოვრიცხავ, რომ პროექტის ღირებულებამ 10 მლრდ ევროს გადააჭარბოს. ყველაფერი საბოლოოდ მთლიანი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური გათვლების შემდეგ გაირკვევა", - განაცხადა კრამერმა.
მისი თქმით, გაზსადენის შავი ზღვის აკვატორიაში არსებული მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტი უკვე შედგენილია და ახლა მუშაობა "სამხრეთ ნაკადის" სახმელეთო ნაწილზე მიმდინარეობს.
"ყველაფერი გეგმის თანახმად მიდის და პროექტის მთლიანი ტექნიკურ-ეკონომიკური გათვლა 2011 წლისთვის დასრულდება. გაზსადენი კი 2015 წლისთვის ამოქმედდება", - ამბობს კრამერი.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.