მთავარდსარდალი, ვის გამოც ანწუხელიძემ სიცოცხლე გასწირა, რათა აუგად არ ეხსენიბინა, ამათ გლდანის ციხეში მიწაზე ათრიეს, ყველანაირი შეურაცხყოფა მომაყენეს რაც არსებობს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, გორის ჰოსპიტალში 8 ადამიანი ახრჩობა.
"გიორგი ანწუხელიძემ მიწას არ აკოცა და არც მთავარსარდალი მოიხსენია აუგად, რომელსაც ამით არაფერი დააკლდებოდა. პირიქით - ერთი მებრძოლის სიცოცხლეს გადავარჩენდით. მთავარდსარდალი, ვის გამოც ანწუხელიძემ სიცოცხლე გასწირა, რათა აუგად არ ეხსენებინა, ამათ გლდანის ციხეში მიწაზე ათრიეს, ყველანაირი შეურაცხყოფა მომაყენეს რაც არსებობს. გორის ჰოსპიტალში, სადაც დაცული უნდა ვყოფილიყავი, 8 კაცი დამახტა საწოლზე და მახრჩობდა 200/110 წნევით. იმ ადგილთან ახლოს, სადაც გიორგი ანწუხელიძემ სიცოცხლე გასწირა, რომ ჩემთვის დედა არ შეეგინებინა. თქვენ გესმით, ვის ხელშია ჩავარდნილი საქართველო?! გესმით, ვის ასამართლებენ და ვინ ასამართლებს?! გესმით, რომ გვაქვს ძალიან ცოტა დრო და ძალიან ბევრი სამუშაო?!“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, გუშინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გონება დაკარგა.
„გუშინ ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ გონება დავკარგე. უკვე მეორედ, რაც პენიტენციურ სისტემაში ვარ, მაგრამ დილიდან დავლიე წამლები, მოვიკრიფე ჩემი თავი და მოვედი, რათა თქვენთვის შემომეხედა თვალებში და მიმემართა ქართველი საზოგადოებისთვის“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
უსინდისო!!!
მე მგონი, ამ გიჟს, სულ მალე, ადვოკატებიც შეაქცევენ ზურგს.თუ ნამუსი შერჩათ რაღა თქმაუნდა.