ავტორი:

"ვიდრე რუსები შაქრის რიგში დგანან... " - რა ღირს Loro Piana-ს ქურთუკი, რომელიც  პუტინს ლუჟნიკის მოედანზე ეცვა

"ვიდრე რუსები შაქრის რიგში დგანან... " - რა ღირს Loro Piana-ს ქურთუკი, რომელიც  პუტინს ლუჟნიკის მოედანზე ეცვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, ლუჟნიკის მოედანზე შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა. სტადიონზე ყირიმის ოკუპაციის დღესთან დაკავშირებული კონცერტი გაიმართა სახელწოდებით - "ყირიმის გაზაფხული."

სიტყვით გამოსვლისას ვლადიმერ პუტინი იტალიური ბრენდის, Loro Piana-ს ქურთუკში იყო გამოწყობილი. სამოსმა და მისმა ფასმა სოციალურ ქსელში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

ქურთუკი რუსულ ვებგვერდ tsum.ru-ზე იყიდება. ის 2021-2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდანაა და 1 445 მილიონი რუბლი ღირს. როგორც მედიაში წერენ, Loro Piana პუტინის ფავორიტი ბრენდია.

"ვიდრე რუსები შაქრის რიგში დგანან, ვლადიმირ პუტინი ლუჟნიკის სტადიონზე შეკრებილ აუდიტორიას Loro Piana-ს ქურთუკში გამოწყობილი ესაუბრება, რომელიც მილიონნახევარ რუბლზე ცოტა ნაკლები ღირს“, - წერს გამოცემა "უნიანი."