ავტორი:

"მე და მეთაურობა "აზოვსტალის" ტერიტორიაზე ვართ... გრძელდება ოპერაცია, რომლის დეტალებზეც არ ვისაუბრებ" - რა ვიდეომიმართვას ავრცელებს პალამარი?

"მე და მეთაურობა "აზოვსტალის" ტერიტორიაზე ვართ... გრძელდება ოპერაცია, რომლის დეტალებზეც არ ვისაუბრებ" - რა ვიდეომიმართვას ავრცელებს პალამარი?

"აზოვის” პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, რომ პოლკის მეთაურები მარიუპოლში, "აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე ჩებიან.

ამის შესახებ პალამარმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც "ტელეგრამზე“ გავრცელდა.

"85-ე დღეა ომის, მე და მეთაურობა აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ვიმყოფებით, გრძელდება გარკვეული ოპერაცია, რომლის დეტალებზეც მე არ ვისაუბრებ. მადლობა მთელ მსოფლიოს, მადლობა უკრაინას, შევხვდებით“,- განაცხადა მან.

ასევე ნახეთ:

ნახეთ ვიდეო: