ავტორი:

"ღმერთო, ეს რა ქენით? 30 წელი, აგურ-აგურ, ევროპულ საქართველოს ვაშენებდით და წავედით მოუსავლეთში!" - რას წერს ედუარდ შევარდნაძის ვაჟი?

"ღმერთო, ეს რა ქენით? 30 წელი, აგურ-აგურ, ევროპულ საქართველოს ვაშენებდით და წავედით მოუსავლეთში!" - რას წერს ედუარდ შევარდნაძის ვაჟი?

საქართველოს მეორე პრეზიდენტის შვილი პაატა შევარდნაძე ევროკომისიის დასკვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ის, რაც გუშინ მოხდა, ამას არც წინაპრები და არც მომავალი თაობა ქვეყანას არ აპატიებენ.

"ღმერთო, ეს რა ქენით? როგორ მოახერხეთ? 30 წელი, აგურ-აგურ, ევროპულ საქართველოს ვაშენებდით ( გვინდოდა, ყოველ შემთხვევაში). არც წინაპრები და მითუმეტეს ახალი, მომავალი თაობა ამას არასოდეს გაპატიებენ!!!

ხვდებით მაინც რა მოხდა? მიუხვედრელებისთვის: წავედით მოუსავლეთში! ბრავო, მეგობრებო! იმ საქართველოს გაუმარჯოს, სადღეგრძელოში რომ იტყვიან: ვიყოთ, პაწა, ერხანს! ფუი" - წერს შევარდნაძე.

მას კომენტარებში გამოეხმაურა რეჟისორი ქეთი დოლიძე: "რა მოვახერხეთ, რააა?!ომში უნდა ჩავბმულიყავით?!ბ-ნი ედუარდი ჩაებმებოდა!!!არასდროს!!!!"

პაატა შევარდნაძე: ქეთი, შენ იცი როგორ გაფასებ! ძალიან გთხოვ, არავინ, დედამიწის ზურგზე ამას ჩვენგან არ ითხოვდა. ტყუილია და მორჩა! ერთად ერთი მახსენდება უკრაინელი ჩინოსნის ნათქვამი (გვარი არ მახსოვს), სანამ ჩვენ აქ რუსებს ვებრძვით, ადექით და აფხაზეთი და სამაჩაბლო დაიბრუნეთო. სხვათა შორის, სრულიად ოპოზიციამაც დაგმო ეს მოწოდება. მეტი განცხადება თუ გაკეთებულა რომელიმე სახელმწიფოს ან ორგანიზაციის მიერ - მზად ვარ დიდი ბოდიში მოგიხადო!

  • ცნობისთვის, ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.

"საქართველომ წარმატებისთვის ახლა პოლიტიკურად უნდა მოახდინოს შეკვრა და ევროკავშირის მიმართულებით სტრუქტურული რეფორმები განსაზღვროს - ვიძლევით რეკომენდაციას, რომ ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს საქართველოს, შემდეგ კი დავუბრუნდეთ საკითხს და ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს, სანამ კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე.

ასევე ნახეთ: