ანა კურნიკოვას ფოტოები არაბული სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა. ყოფილი სპორტსმენი ჟურნალ "მაქსიმისთვის" გადაიღეს. ერთ-ერთ ფოტოზე კურნიკოვას ხელში აშშ-ის დროშა უჭირავს, ხოლო მეორეზე - ებრაელი ჯარისკაცის ქუდი ახურავს. კურნიკოვა სიონიზმის მიმდევრად გამოაცხადეს და საკუთარი სხეულით ვაჭრობაში დაადანაშაულეს.
"კურნიკოვამ უმჯობესია შეიგნოს, რომ არსებობს სხვა პატივსაცემი გზები იმისთვის, რომ ქალი ცნობილი გახდეს, მაგალითად მას შეუძლია თავი ავტობუსში აიფეთქოს, ან ჯიჰადისთვის ძლიერი ბიჭები გააჩინოს. სამწუხაროდ, ქალები მარტივ გზას ირჩევენ და ხდებიან სიონისტი მეძავები, როგორც ეს ჟურნალ "მაქსიმისთვის" გადაღებულ კურნიკოვას ფოტოებიდან ჩანს", - ნათქვამია საიტზე - Celeb Jihad.
მომზადებულია infox.ru-ს მიხედვით.