ავტორი:

"აზოვსტალის" დაცვის მემატიანედ ქცეული ბიჭი თავისუფალია - ფოტოგრაფი დმიტრი კოზაცკი უკვე შინ არის

"აზოვსტალის" დაცვის მემატიანედ ქცეული ბიჭი თავისუფალია - ფოტოგრაფი დმიტრი კოზაცკი უკვე შინ არის

21 სექტემბერს, საღამოს, რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. გათავისუფლებულებს შორის არიან უკრაინის 215 დამცველი: სამხედროები, პოლიციელები, ეროვნული გვარდიის წევრები, მესაზღვრეები და სამოქალაქო პირები. მათ შორის არიან ოფიცრები, უკრაინის გმირები, "აზოვსტალის" მცველები..." გათავისუფლდნენ "აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი (კალინა) და საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინსკი (ვოლინა). რამდენიმეთვიანი ტყვეობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ ცნობილი "აზოველები": პოლკის პრესსამსახურის ფოტოგრაფი დმიტრი კოზაცკი (მეტსახელად: "ორესტი") და მედიკი კატერინა პოლიშჩუკი (მეტსახელად" "ჩიტი“).

დმიტრი არის ცნობილი ფოტოების ავტორი "აზოვსტალიდან", რისთვისაც მან ტყვეობაში ყოფნის პერიოდში არაერთი პრესტიჟული ევროპული ჯილდო მიიღო.

“სხვათაშორის, ვიდრე ტყვეობაში ვიქნები, გიტოვებთ ფოტოებს საუკეთესო ხარისხით, გაგზავნეთ ყველა ჟურნალისტურ ჯილდოსა და ფოტოკონკურსზე, თუ რამეს მოვიგებ, როცა გამოვალ, ძალიან გამიხარდება. სულ ესაა. მადლობა "აზოვსტალის" თავშესაფარო, ჩემი სიკვდილის და სიცოცხლის ადგილო", - დაწერა დმიტრომ ქარხნის ტერიტორიის დატოვებამდე.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="uk" dir="ltr">Ну от і все. Дякую з прихисток Азовсталь - місце моєї смерті і мого життя. <a href="https://t.co/uPa7bKyP1B">pic.twitter.com/uPa7bKyP1B</a></p>&mdash; Орест (@Kozatsky_D) <a href="https://twitter.com/Kozatsky_D/status/1527552270493274115?ref_src=twsrc%5Etfw">May 20, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ტყვეობიდან გათავისუფლებული ფოტოგრაფი ფიზიკურად ძალიან შეცვლილია. დასუსტებული კოზაცკი ახლა რეაბილიტაციას გადის. დმიტროს დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც დმიტრო და კატერინა არიან გადაღებულებული.

"ახლოს ძალიან, ძალიან, ძალიან ბედნიერი ხმა აქვს. ღმერთო, ეს რა ხდება, სიტყვები არ მყოფნის... კიდევ არ მჯერა, რომ დიმკა შინ არის, გული მეგლიჯება სიხარულისგან..." - ამბობს დიმიტრი კოზაცკის დედა უკრაინულ მედიასთან საუბრისას. რა გეგმები აქვთ ცნობილ "აზოველებს", ჯერჯერობით უცნობია... ერთადერთი დმიტროს და ამბობს, რომ აპირებენ მოაწყონ მისი ძმის ფოტოგამოეფანა.

იხილეთ ასევე: