ავტორი:

"ეს ირანელი ქალის ერთ თმის ღერად არ ღირს. სირცხვილი თქვენ" - ირანელი ფეხბურთელი ქალების უფლებების დაცვის გამო შესაძლოა, ნაკრებიდან გარიცხონ

"ეს ირანელი ქალის ერთ თმის ღერად არ ღირს. სირცხვილი თქვენ" - ირანელი ფეხბურთელი ქალების უფლებების დაცვის გამო შესაძლოა, ნაკრებიდან გარიცხონ

22 წლის ირანელი გოგონას, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, ირანი საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვა. მაჰსა ამინი ირანის "მორალის პოლიციამ" ჩადრის არასწორად ტარების გამო დააკავა და სასტიკად გაუსწორდა. მიღებული დაზიანებების შედეგად, გოგონა კომაში ჩავარდა და მალევე გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, გოგონა ჯერ ხელკეტით სცემეს, შემდეგ კი ავტომანქანაზე მიარტყმევინეს თავი. თავად პოლიცია ქალზე ძალადობის ფაქტს უარყოფს.

ბუნდესლიგის კლუბ "ლევერკუზენის" და ირანის ეროვნული გუნდის ფეხბურთელი, სარდარ აზმუნი პირველია ირანის ნაკრებიდან, რომელმაც აქციის მონაწილეებისადმი ღია მხარდაჭერა გამოხატა.

აზმუნმა "ინსტაგრამის“ სთორიში თავისი ბრაზი გამოხატა და თქვა, რომ ხმის ამოუღებლად ვეღარ შეძლებდა ყოფნას იმის მიუხედავად, რომ მოთამაშეებს მსგავსი პოსტების გამოქვეყნებას უკრძალავენ.

"ხმის ამოღებისთვის ყველაზე მკაცრი სასჯელი ეროვნული ნაკრებიდან ჩემი გარიცხვა იქნება, მაგრამ ეს ირანელი ქალის ერთ თმის ღერადაც არ ღირს. სირცხვილი თქვენ, რომ ასე ადვილად ხოცავთ ადამიანებს. გაუმარჯოს ირანელ ქალებს", - წერს ფეხბურთელი.

Tehran, tonight.
Despite huge crackdown, Iranian women & men got back to the streets again to chant against the whole regime. No one asking for reform. Islamic Republican and Taliban cannot be reformed. #MahsaAmini is becoming a symbol for #IranRevolution#مهسا_امینی pic.twitter.com/Tx5d8RQrdT
— Masih Alinejad 🏳️ (@AlinejadMasih) September 25, 2022

აზმუნის პოსტს სოციალურ ქსელებში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და ფეხბურთელი გამოჩენილი სიმამაცის გამო შეაქეს: “საოცარი სიმამაცეა ღიად დაუდგე ქალებს გვერდით იმ ქვეყანაში, სადაც მათ თანასწორებად არ მიიჩნევენ",- წერენ ფეხბურთელის გულშემატკივრები.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა