ჩვენს მეზღვაურებს ევროპის ზღვებს უკეტავენ

ჩვენს მეზღვაურებს ევროპის ზღვებს უკეტავენ

ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია ეწინააღმდეგება ევროკავშირის გადაწყვეტილებას, არ დაუშვას ქართველი მეზღვაურები ევროკავშირის აკვატორიაში

შემავალ გემებზე. ევროკავშირის მოთხოვნით, ევროპის საზღვაო უშიშროების ადმინისტრაციამ (EMSA) 2006-2007 წწ.

საზღვაო აკადემიასა და საზღვაო ადმინისტრაციაში სერტიფიცირებისა და დიპლომების გაცემის სისტემა შეამოწმა, თუმცა დარღვევების შესახებ გაფრთხილება საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაციამ სამი წლის დაგვიანებით, წლეულს ოქტომბერში მიიღო.

ამ სამ წელიწადში EMSA-ს არანაირი შუალედური კვლევა არ მოუწყვია, ისე გადაწყვიტა აკრძალვების საქმე. "ამ დროში საზღვაო აკადემიის დონე გაიზარდა, სასწავლებელმა ხარისხის აღმნიშვნელი სერტიფიკატი მიიღო.

ეს ინფორმაცია ევროკავშირში გადავაგზავნეთ, თუმცა მათი დამოკიდებულება უარყოფითი დარჩა", - აცხადებს ერთიანი სატრანსპროტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დავით ბარამიძე. საკითხის შესასწავლად დეკემბერში საქართველოში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა, რომელიც ვითარებას შეისწავლის და შედეგებს ევროკავშირში გადააგზავნის.

"ეკოპალიტრა"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ