ლონდონის ერთ-ერთ საგრაფოში განწმენდის და კურთხევის რიტუალი ში-ტცუს ჯიშის ძაღლს ჩაუტარეს. სასულიერო ღონისძიების ინიციატორი ლეკვის პატრონი რასელ სმიტია.
49 წლის ბრიტანელის თქმით, ცერემონიის ორგანიზება მას დაახლოებით 1200 ევრო დაუჯდა. სმიტმა განმარტა, რომ ამ წესის აღსრულებით, მან საკუთარი ლეკვისადმი სიყვარული გამოხატა.
სპეციალურად ცერემონიისთვის სმიტმა საყვარელი ლეკვისთვის ეკლესია ყვავილებით მორთო, ფოტოგრაფები და "იაგუარის" ავტომობილიც კი დაიქირავა. ღონისძიებაზე ძაღლის პატრონმა თავისი მეგობრებიც მიიწვია. მათგან ექვსი ძაღლის ნათლია გახდა. ცერემონია მღვდელმა ჩაატარა, რომელიც ძაღლებისადმი თავისი სიყვარულით არის ცნობილი.
მას შემდეგ, რაც ლეკვი ეკლესიაში დალოცეს, პატრონი, სტუმრები და თავად მღვდელი სასტუმროში გაემართნენ, სადაც საზეიმო მიღება გაიმართა.
მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.