ავტორი:

"ყველაზე მეტად მიკვირს, როდესაც მეკითხებიან, რატომ ვარ ხშირად თბილისში" - რას ამბობს საყვარელ მამაკაცსა და გავრცელებულ ჭორებზე საქართველოში მყოფი ნინო ნინიძე?

"ყველაზე მეტად მიკვირს, როდესაც მეკითხებიან, რატომ ვარ ხშირად თბილისში" - რას ამბობს საყვარელ მამაკაცსა და გავრცელებულ ჭორებზე საქართველოში მყოფი ნინო ნინიძე?

ნინო ნინიძე საქართველოშია. თუმცა, მას რუსეთი უკრაინასთან ომის გამო არ დაუტოვებია, მსახიობი პერიოდულად ჩამოდის სამშობლოში ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად. თბილისში ყოფნისას, მან ინტერვიუ რუსულმა იუთუბ არხმა "Георгий За Кадром“ ჩაწერა, ექსკურსია ვაკის პარკიდან იწყება და ნინო თავისი თბილისის შესახებ ჰყვება...

"...სად ვიცხოვრებ, სად გადავალ - ამას სულაც არ აქვს მნიშვნელობა. ყველაზე მეტად იცით, რა მიკვირს, როდესაც მეკითხებიან, რატომ ვარ ხშირად თბილისში, მწერენ, - არ გიყვარს მოსკოვიო? დიახ, დიახ, მე ვარ მაშა ივანოვა, რომელიც დაიბადა ტვერში...“ - იცინის 31 წლის მსახიობი.

ნინო ნინიძე, ცნობილი ქართველი მსახიობის ია ნინიძის შვილია, ის წლებია რუსეთ ში მოღვაწეობს. მონაწილეობას სხვადასხვა პროექტსა და ფოტოსესიაში, არის თეატრის მსახიობი. ნინო ნინიძე 2014 წელს ცოლად გაჰყვა უკრაინელ მსახიობს კირილ პლეტნევს, 2015 წელს წყვილს შეეძინა ვაჟი, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს. მისი ახლანდელი შეყვარებულის მაქს ვიტორგანის შესახებ კი AMBEBI.GE-ს არაერთ სტატია აქვს მომზადებული...

  • ვაკის პარკი...

"მე ისეთ დროს დავიბადე, თბილისში არეულობა რომ იყო და ჩემთვის ქალაქი იყო, ჩემი უბანი, ვაკე... აქ არის საბავშვო ბაღი, სადაც დავდიოდი... მაშინ დავიბადე, როდესაც თბილისში სამოქალაქო ომი იყო, არ იყო, სინათლე, გათბობა, ცხელი წყალი, მაგრამ მაინც ტკბილ მოგონებად რჩება, რადგან ყველა ერთად ვცხოვრობდით.

დედა ამბობდა, რომ რთული პერიოდი იყო, მე პატარა ვიყავი და იმდენად არ მახსოვს. მახსოვს ის, რომ ფეხით ავდიოდით მე-14 სართულზე. ცუდი მოგონება ის მაქვს, რომ ომის გამო მოგვიწია საქართველოს დატოვება.

დედა სულ ამბობდა, რომ შვილებს კვება და განათლება უნდოდათ, რაც აქ შეუძლებელი იყო. სკოლებში ჭერიდან წვიმა ჩადიოდა და ბავშვები ერთმანეთს ვათბობდით. არავინ ფიქრობდა სწავლაზე, ყველა შვილების გამოკვებასა და გადარჩენაზე იყო გადასული.

ახლა რომ ამბობენ, ქუჩაში სროლები იყო, არ მახსოვს... ჩემ ბავშვობაში სინათლე არ იყო და ტელევიზორსაც არ ვუყურებდი. დისნეის მულტფილმებზეც არაფერი ვიცოდი... 10 წლის ვიყავი დისნეის შესახებ რომ გავიგე. უცებ რომ შემომხედავ, იტყვი, ნახე, როგორი გამოსული და დახვეწილი გოგოა, არადა, სინამდვილეში ჩვენმა ოჯახსმა ბევრი გაჭირვება გადაიტანა. ეს იყო ბრძოლა გადარჩენისთვის. ეს მარტო თბილისში ცხოვრებას არ შეეხება, მოსკოვშიც ძალიან რთული იყო, ხან ერთ კონმუნალურ ბინაში ვცხოვრობდით, ხან - მეორეში. არ მქონია კომფორტული ბავშვობა. მაგრამ მაინც კარგი იყო, ბავშვები ყველა ერთად ვთამაშობდით. კომპიუტერი პირველად 16 წლის ასაკში მქონდა. აქ თბილისში ყველაფერი კომფორტული და ხელმისაწვდომია".

  • თბილისი...

"რომ ამბობენ, რომ საცობებია, მეცინება, თქვენ ამას საცობს ეძახით? - მოსკოვში უარესი ხდება. როდესაც აქაურობა მენატრება, ეს ნიშნავს, რომ სახლი და ახლობლები მენატრებიან, მეგობრებთან ურთიერთობა. ის ხალხი, ვინც აღმზარდა... ისე ბევრი მეგობარი არ მყავს თბილისში. გუშინ დედას დაქალი მარო მოვიდა, რომელიც დედასთან ერთად ჩემს აღზრდაში მონაწილეობდა.

მოსკოვში გადასვლის შემდეგ, ახალ გარემოს ვერ ვეგუებოდი, აქაურობა მენატრებოდა და სიზმარში სულ აეროპორტის გზას ვხედავდი. ჩვენ უბრალოდ ომს გავერიდეთ.

ჩემს ბავშვობაში ორი ცნობილი მომღერალი იყო: ირაკლი ჩარკვიანი და 2Pac -ი . ქუჩებში ყველგან წარწერები იყო. მე შემეძლო სახლში დავმჯდარიყავი, შვილები გამეზარდა და უზრუნველად მეცხოვრა, მაგრამ ჩემი შინაგანი მოთხოვნილებაა სულ აქტიური ვიყო, მიზნები დავისახო და ჩემს პროფესიაში თავს კარგად ვგრძნობ.

როდესაც შვილი შემეძინა, არ შემეძლო სპექტაკლებში მონაწილეობა და არც სახლში ყოფნა შემეძლო და ქორწინების ორგანიზაციაში კრეატორულ პროდიუსერად დავიწყე მუშაობა და იტალიაში საქორწინო ფესტივალს გავუწიე ორგანიზება. როდესაც სპორტით ვარ დაკავებული, იმიტომ არა, რომ კარგად გამოვიყურებოდე, უბრალოდ, არ მინდა, რომ თავისუფალი დრო მქონდეს, სულ მინდა, რომ მოძრაობაში ვიყო".

  • მაქს ვიტორგანი...

"არ მიყვარს პირადზე საუბარი. ჩემი ცხოვრება ამ ბოლო დროს ისე შეიცვალა, დროც კი აღარ მრჩება რამის სათქმელად... ვერ ეუბნები ხშირად ადამიანს, რომ შენ ის გიყვარს... არც პატიებისთვის, არაფრისთვის დრო არ მრჩება... სოციალურ ქსელებს ნუ დაუჯერებთ. დედა მსახიობია, მეც... მიჩვეული ვარ, რომ ჩემ ოჯახზე ბევრს ჭორაობენ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მაგიჟებს ამ ხალხის სიდებილე. ამ ქვეყანაზე უფრო მეტი მნიშვნელოვანი პრობლემებია, ვიდრე ჩემი პირადი ცხოვრებით დაინტერესება. ყველაფერი ნორმალურად არის ჩემსა და მაქსიმს შორის, ჭორებს ნუ დაუჯერებთ...

არ მიყვარს, ჭორაობა. ყოფილი ცოლები, ყოფილი ქმრები - ეს ყველაფერი შეუსაბამოა. მინდა, ყველა ბედნიერი იყოს... ჩემი შვილი და მაქსიმის ვაჟი მეგობრები არიან, ამიტომ მინდა, რომ ყველა ჩემი ახლობელი კარგად იყოს“, - ამბობს მსახიობი...

  • კონკურსები

"მუსიკალური კონკურსების მიმართ ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს. როდესაც ვიმშობიარე, თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, მაშინ ჩემმა ყოფილმა ქმარმა კირილმა მითხრა, რომ კონკურსზე გამოვსულიყავი. წავედი იმიტომ რომ შიში გადამელახა, ვერ ვმუშაობდი, მინდოდა, რაღაცით დავკავებულიყავი... ჟიური ჩემ სიმღერაზე არც მოტრიალდა და როგორც მონაწილე ვერ შევდექი".

იხილეთ ასევე: