ავტორი:

მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილ ცოლს საწვავი შეასხა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილ ცოლს საწვავი შეასხა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა
  • ფოტოზე: თამილა ლილუაშვილი და ლეონიდე ზვიადაძე

მამაკაცი, რომელმაც მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა. ლეონიდე ზვიადაძე ქუთაისში დამწვრობის ცენტრში იყო მოთავსებული. მას 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, მდგომარეობა იყო მძიმე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და წუხელ გარდაიცვალა. ლეონიდე ზვიადაძემ, სავარაუდოდ, შურისძიების მიზნით, ყოფილ მეუღლეს ცეცხლი წაუკიდა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება19-109, 376-ე მუხლებით დაიწყო.

ცნობისთვის, თერჯოლაში შემზარავი დანაშაული 24 ნოემბერს მოხდა. 37 წლის თამილა ლილუაშვილს ყოფილმა ქმარმა ბენზინი გადაასხა და თვითმხილველების თვალწინ დაწვა. ქალი ადგილზევე დაიღუპა ფაქტის შემსწრეები ცდილობდნენ მას მიშველებდნენ, თუმცა უშედეგოდ.

ნახეთ ასევე: