ავტორი:

"დავაქორწინეთ, მაშ..." - 2022 წლის ყველაზე ხმაურიანი, გრანდიოზული თუ გასაიდუმლოებული ქორწილები (ფოტოები)

"დავაქორწინეთ, მაშ..." - 2022 წლის ყველაზე ხმაურიანი, გრანდიოზული თუ გასაიდუმლოებული ქორწილები  (ფოტოები)

მალე, 2023 წელი შემოგვიღებს კარს და დროა 2022 წლის მნიშვნელოვანი ამბები მიმოვიხილოთ. ამჯერად ქართველი ვარსკვლავების 2022 წლის ყველაზე ხმაურიანი, მოულოდნელი და გრანდიოზული ქორწილების შესახებ მოგიყვებით.

  • ქეთი მელუას გასაიდუმლოებული ქორწინება

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის დაოჯახება მოულოდნელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. ქეთიმ პირად ცხოვრებაში მომხდარი სიახლის შესახებ თაყვანისმცემლებს ორსულობის ბოლო თვეებში გამოქვეყნებული ფოტოებით გააგებინა. ქეთი მელუას პირად ცხოვრებაზე ბოლო წლებში მედიაში არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა. იწერებოდა, რომ მომღერალი ქმარს, მოტომრბოლელ ჯეიმს ტაუზლენდს დაშორდა. მომღერლის ორსულობის შესახებ ორი თვის წინ გახდა ცნობილი. მაშინ ექსკლუზიურად ambebi.ge-მ მომღერლის ბაბუასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელმაც დაადასტურა, რომ ქეთი მეორედ დაოჯახდა და მისი მეუღლე ნახევრად ქართველი გახლდათ.

  • ანი ფხაკაძე დაქორწინდა

ცნობილმა ინფლუენსერმა და ბიზნესვუმენმა ანი ფხაკაძემ რამდენიმეწლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ ამურ დე სედლერზე იქორწინა. წყვილის სიყვარულის ისტორიის შესახებ ambebi.ge ხშირად წერდა. ცერემონია ტრადიციების დაცვით შედგა, ჯერ იყო ნიშნობა, შემდეგ კი ქორწილი, სადაც ანიმ სტუმრები საქართველოდან მიიწვია.

  • ნათია თოდუას და დავით ზურაბიშვილის ქორწილი და სტუმარი პრეზიდენტი

ქართველი მომღერალი ნათია თოდუა დაოჯახდა. ქორწილის გადასახდელად საქართველო აირჩია და ჯვარი ბოდბეში წმინდა ნინოს ტაძარში დაიწერა. ნათიას მეუღლე დავით ზურაბაშვილია. წყვილმა ქორწილი კახეთში, "შატო ბუერაში" გადაიხადა. ქორწილს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

  • გელა დაიაური: "ძალიან რთული იყო ხელმეორედ დაოჯახება ჩემთვის..."

2022 წელს დაოჯახდა პოეტი გელა დაიაურიც. მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილია. წყვილმა ჯვარი დაიწერა და საქორწინო ცერემონია მოკრძალებულად ჩაატარა.

"ღირსეული ადამიანი მიდგას გვერდზე, არ მინდოდა დამემძიმებინა ჩემი ტკივილით, განცდებით ის ადამიანი, ვის გვერდითაც ვიქნებოდი. ღირსეული ადამიანი მიდგას გვერდზე, რომელიც ძალიან მიყვარს, თავს კარგად ვგრძნობ და მსუბუქი გახდა ამ ნაბიჯის გადადგმა. ყველაფერი კარგად გავიგეთ და გავიარეთ. კიდევ ერთხელ ვიპოვე მშვიდი ნავსაყუდელი ჩემს ცხოვრებაში. სიყვარული ეს ის გრძნობაა, რომელიც ადამიანს ცხოვრების მიზანს გაძლევს და გაძლიერებს შინაგანად. თვითონ ღმერთია სიყვარული..." - ამბობდა მოგვიანებით ინტერვიუში.

  • ნუცა რამიშვილისა და თემიკო გობრონიძის ბედნიერება

ნუცა რამიშვილმა გრანდიოზული ქორწილი ზაფხულში წინანდალში გადაიხადა. გოგონას ნაკლებად, მაგრამ მის ოჯახს მთელი საქართველო იცნობს. ნუცას ბაბუა ოლიმპიური ჩემპიონი, კალათბურთელი მიხეილ ქორქიაა, დედა სოფო ქორქია კი - ბიზნესვუმენია. მამა ასევე ცნობილი კალათბურთელი დიმიტრი (დიმა) რამიშვილია, რომელიც ამჟამად ბიზნესსაქმიანობას ეწევა... მისი რჩეული თემიკო გობრონიძეა. პატარძალს ქორწილში ულამაზესი გამჭვირვალე კაბა ეცვა. ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ ქართულ ქორწილს უამრავი სტუმარი ესწრებოდა და გარემო განსაკუთრებულად ლამაზი იყო.

  • ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას წლის ყველაზე გრანდიოზული ქორწილი

ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას ქორწილს თამამად შეგვიძლიათ ვუწოდოთ 2022 წლის ყველაზე ხმაურიანი მოვლენა, რადგან ერთი კვირის განმავლობაში მედიაში ყველაზე მეტი სწორედ ამ წყვილსა და ქორწილზე იწერებოდა. ქორწილის ყველა დეტალს განიხილავდნენ სოციალურ ქსელშიც.

  • ნანუკა გულუას ქორწილი ქუთაისში

ნანუკა გულუამ ქორწილის გადასახდელად ქუთაისი აირჩია. წყვილმა ჯვარი ბაგრატის ტაძარში დაიწერა. მართალია, კახა კაშიაზე გასული წლის სექტემბერში იქორწინა, მაგრამ როგორც ჩანს, პანდემიის გამო, ქორწილი ზაფხულისთვის გადადეს. ნანუკა ქორწილში ორსულობის ბოლო თვეებს ითვლიდა, დედოფალი თეთრ საქორწინო კაბაში ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. მეგობრების გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში კი ამბობდა, რომ ამ დღეს ყველაფერზე ეტირებოდა.

  • დათო ევგენიძისა და ნინო ჟვანიას ქორწილი

რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ იქორწინეს მუსიკოსმა დათო ევგენიძემ და მისმა მესამე მეუღლემ, ნინო ჟვანიამ. წყვილმა ხელი ოფიციალურად მოაწერა. ცერემონიას მუსიკოსის შვილები, ასევე თეატრისა და მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • ქვეყნის მთავარი ლეიბორისტის ვაჟი დაქორწინდა

დაოჯახებული წყვილების სიას, "ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ვაჟი, ბექა ნათელაშვილიც შეემატა. წყვილმა დაოჯახება იუსტიციის სახლში ხელმოწერით დაადასტურა.

  • ეთუნა ინწკირველისა და გიორგი ავალიანის ქორწილი

პირველი მერცხალი 2022 წელს ეთუნა ინწკირველი გახლდათ. ტელეწამყვანმა იანვარში იქორწინა. მისი რჩეული გიორგი ავალიანია და ქორწილის ცერემონია ახლო მეგობრების გარემოცვაში შედგა. დაოჯახების შემდეგ ეთუნა ტელევიზიას ცრემლებით დაემშვიდობა და წყვილი საცხოვრებლად შტატებში გადავიდა.