ავტორი:

პესკოვი აცხადებს, რომ გაარკვევენ სომხეთის პოზიციას, არ უმასპინძლოს ОДКБ-ს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს

პესკოვი აცხადებს, რომ გაარკვევენ სომხეთის პოზიციას, არ უმასპინძლოს ОДКБ-ს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა სომხეთის უარს ОДКБ-ს ერთობლივი წვრთნების მასპინძლობაზე და განაცხადა, - კრემლი შეისწავლის სომხეთის პოზიციასო...

პესკოვის თქმით, ამ განცხადების შეფასება ჯერ ნაადრევია.

"სომხეთის პრემიერის ეს განცხადება საკმაოდ ახალია და ვფიქრობ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნები ერთმანეთთან კავშირზე იქნებიან და ისინი გაარკვევენ სომხეთის პოზიციის დეტალებს", - განაცხადა პესკოვმა.

მისივე სიტყვებით, სომხეთთან დიალოგი ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება, რადგან იგი რუსეთის ახლო მეგობარი და პარტნიორია.

შეგახსენებთ, რომ სომხეთმა უარი განაცხადა ОДКБ-ს სამხედრო წვრთნების მის ტერიტორიაზე ჩატარებაზე.

იხილეთ ასევე: