ავტორი:

უმაღლესი შეფასება ხვიჩა კვარაცხელიას - Whoscored-მა "კვარა" "იუვენტუსთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

უმაღლესი შეფასება ხვიჩა კვარაცხელიას - Whoscored-მა "კვარა" "იუვენტუსთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

Whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელია "იუვენტუსთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. საერთაშორისო პორტალმა თამაში 9.8 ქულით შეაფასა, Sofascore-მ კი 9.1-ით.

"იუვენტუსთან" მოგებულ მატჩში (5:1) "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და ამას გარდა, პირველი გოლი მისი ნახევარმაკრატელა დარტყმის შემდეგ გავიდა, როდესაც ბურთი მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ოსიმენმა ყველას დაასწრო.

სერია A-ს მიმდინარე ტურნირზე კვარაცხელია გოლი+პასის სისტემით (7+7) მეორე ადგილზეა და მხოლოდ თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენს ჩამორჩება (12+3). ყველა ტურნირზე "კვარას" ანგარიშზე 20 მატჩში 9 გოლი, 10 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

"იუვენტუსმა" იტალიის ჩემპიონატზე ერთ შეხვედრაში ბოლოს 5 გოლი 1993 წელს გაუშვა და დღეს იმდენივე გაუშვა, რამდენიც წინა 12 ტურში.