ავტორი:

პოლიციამ პარლამენტის შესასვლელები აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა - რა ვითარებაა საკანონმდებლო ორგანოსთან?

პოლიციამ პარლამენტის შესასვლელები აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა - რა ვითარებაა საკანონმდებლო ორგანოსთან?

პარლამენტის შესასვლელები საპატრულო პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაათავისუფლეს, რათა პარლამენტის წევრებმა შენობის დატოვება შეძლონ.

მათ ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტებო და ოპოზიციის წევრები საკანონმდებლო ორგანოსთან სკანდირებენ "მონებო", "რუსებო", "წადი".

ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, პოლიციამ დაუმორჩილებლობისთვის აქციის რამდენიმე წევრი დააკავა.

აქციის მონაწილეებს სურთ პარლამენტიდან გამოსულ "ხალხის ძალის" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რომლებიც "ხალხის ძალის" კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობენ, სირცხვილის კორიდორი მოუწყონ.

ნახეთ ასევე:

ნახეთ ვიდეო: რა ხდებოდა პარლამენტთან